განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სპორტი

[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი] არგენტინა 3:2 დდ კაბო ვერდე.  ერთი ნაბიჯი სასწაულამდე! არგენტინა მცველებმა გაიყვანეს... | Lelo.Ge

არგენტინის ნაკრებმა მუნდიალის მერვედფინალში გააღწია, თუმცა კაბო ვერდესთან მატჩში მხოლოდ დამატებით დროში მოახერხა გამარჯვების მოპოვება. ლიონელ მესიმ გოლი და საგოლე პასი მიითვალა, ხოლო მცველებმა ლისანდრო მარტინესმა და კრისტიან რომერომ გადამწყვეტი გოლები გაიტანეს. კაბო ვერდე კი ამ მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ აღმოჩენად იქცა.

4 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი] კოლუმბია 1:0 განა. როცა შურისძიება "ცხლადაც გემრიელად მიირთმევა"... | Lelo.Ge

მსოფლიო თასის 1/16 ფინალში კოლუმბიამ განა 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი ჯონ არიასმა გაიტანა. კოლუმბიელთა გამარჯვება განსაკუთრებით სასიხარულო იყო, რადგან მათ განას მწვრთნელ კარლუშ კეირუშს შური იძიეს, რომელთანაც წარსულში ურთიერთობა დაეძაბათ. კოლუმბიის ნაკრები ტურნირზე ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ გუნდად ითვლება.

4 ივლისი, 2026
პოლიტიკა

„საპრეზიდენტო არჩევნები“ ოკუპირებულ ცხინვალში 18 სექტემბერს გაიმართება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოჰყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. გაგლოევი დე ფაქტო „პრეზიდენტის“ თანამდებობას 2022 წლიდან იკავებდა.

4 ივლისი, 2026
საზოგადოება

სააგენტო სვეტიცხოველში კონსერვაცია - რესტავრაციას იწყებს და 5 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარზე 5 მილიონ ლარამდე ღირებულების გამარტივებულ შესყიდვას გეგმავს. ეს თანხა მოხმარდება ტაძრის კომპლექსურ შესწავლას, კვლევებს, ასევე ქვის, კედლის მხატვრობის, კონსტრუქციული ელემენტებისა და გადახურვის კონსერვაცია-რესტავრაციას.

4 ივლისი, 2026
პოლიტიკა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიში მოისმინა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ ჟენევაში საქართველოს შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიში მოისმინა. ანგარიშში თბილისს მოუწოდებენ, გადახედოს 2025 წელს მიღებული კანონები და საპროტესტო აქციების დროს ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევებზე გამოძიება ჩაატაროს. კომისარიატმა ასევე აღნიშნა შეშფოთება სამოქალაქო სივრცის შემზღუდავი კანონმდებლობის მიღების ტენდენციაზე.

4 ივლისი, 2026
პოლიტიკა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიში მოისმინა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ ჟენევაში საქართველოს შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიში მოისმინა. ანგარიშში თბილისს მოუწოდებენ, გადახედოს 2025 წელს მიღებული კანონები და საპროტესტო აქციების დროს ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევებზე გამოძიება ჩაატაროს. კომისარიატმა ასევე აღნიშნა შეშფოთება სამოქალაქო სივრცის შემზღუდავი კანონმდებლობის მიღების ტენდენციაზე.

4 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი] ავსტრალია 1:1, პენ 2:4 ეგვიპტე. ეგვიპტე მერვედფინალშია! ...მაგრამ რას ერჩოდა პოპოვიჩი ბიჩს? | Lelo.Ge

ეგვიპტის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა, რაც მათთვის ისტორიული შედეგია. მატჩი დაძაბული გამოდგა და ძირითად დროში ეგვიპტეს გამარჯვების შანსები ჰქონდა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. გადამწყვეტი პენალტების სერია აღმოჩნდა, სადაც ეგვიპტემ იმარჯვა.

4 ივლისი, 2026
მსოფლიო

ვენესუელაში მიწისძვრიდან რვა დღის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი კაცი ამოიყვანეს

ვენესუელაში, დამანგრეველი მიწისძვრიდან რვა დღის შემდეგ, მაშველებმა ცხრასართულიანი შენობის ნანგრევებიდან კაცი ცოცხალი ამოიყვანეს. 70-საათიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად, 40-წლამდე ჰერნან ალბერტო ხილ ფლორესი, რომელიც სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომის ქვეშ იყო მოყოლილი, სტაბილურ მდგომარეობაში გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში.

4 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO] ეგვიპტემ ავსტრალიას პენალტების სერიაში სძლია და მეორედ გავიდა მერვედფინალში

მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში ეგვიპტემ ავსტრალია პენალტების სერიაში დაამარცხა და 1934 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს მერვედფინალში. ძირითადი და დამატებითი დროის შემდეგ ანგარიში 1:1 იყო, ხოლო პენალტების სერიაში ეგვიპტემ იმარჯვა ანგარიშით 4:2.

4 ივლისი, 2026
სპორტი

"ბორჯღალოსნები" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი - ერთი დებიუტანტით და ვეტერანით

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო რაგბის ახალ ტურნირს - ერთა თასს 4 ივლისს მონტევიდეოში იწყებს, სადაც მასპინძელ ურუგვაის შეერკინება. მთავარმა მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა 23-კაციანი სათამაშო შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ვეტერანი კოტე მიქაუტაძე სასტარტოში ბრუნდება. ასევე, გუნდში ერთი დებიუტანტია - რომა მახათაძე.

4 ივლისი, 2026