← მთავარი
სპორტი

[ოფიციალურად] ბათუმის "დინამომ" საქართველოს 4-გზის ჩემპიონი დაიბრუნა | Lelo.Ge

4 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[ოფიციალურად] ბათუმის

სანდრო ალთუნაშვილი 2028 წლის ბოლომდე ბათუმის “დინამოს” ფეხბურთელია, - აჭარულმა კლუბმა ეს ამბავი საკუთარი გვერდიდან გვამცნო.

ბათუმის “დინამოში” დაბრუნდა ფეხბურთელი, რომლის შესაძლებლობები ძალიან კარგად იცის გიორგი ჭიაბრიშვილმა და რომელმაც ზღვისპირელებთან ერთად 2-ჯერ იზეიმა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, ხოლო ორჯერ (პირველად - ჭიაბრიშვილის დროს) ეს პატივი “იბერიასთან” (“საბურთალოსთან”) ერთად ხვდა წილად.

29 წლის ალთუნაშვილი სწორედ “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილია. ის ბოლოს ჰაიფას (ისრაელი) “ჰაპოელში” ითამაშობდა, მანამდე იყო ავსტრიის ბუნდესლიგის კლუბ “ვოლფსბერგში”, სადაც თასის მფლობელი გახდა.

ალთუნაშვილს უთამაშია ქვეყნის თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში, იყო ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთად, რომლის მაისურითაც მთლიანობაში 8 მატჩი ჩაატარა.

მისი დაბრუნება, წესით, ძალიან წაადგება ბათუმის “დინამოს”, რომელიც კრიზისის შემდეგ აღმავლობის გზაზეა. ალთუნაშვილმა უნდა გააძლიეროს ნახევარდაცვის საყრდენი ზონა, რომელიც ნებისმიერი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი რგოლია.

← მთავარი