სპორტი
[VIDEO] კოლუმბიამ განა დაამარცხა და შვეიცარიას დაუპირისპირდება
მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში კოლუმბიამ განა 1:0 დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა, სადაც შვეიცარიას დაუპირისპირდება.
მე-14 წუთზე ანგარიში არიასმა გახსნა, დარჩენილ დროში კი აღარაფერი შეცვლილა. პირველივე ტაიმში კოლუმბიელებს სხვაობის გაზრდა შეეძლოთ, თუმცა განელთა მეკარე შესანიშნავად გამოიყურებოდა.
მეორე ტაიმში სამხრეთამერიკელთა ვარსკვლავმა ლუის დიასმა გაიტანა, მაგრამ ეპიზოდის VAR-ზე შემოწმების შემდეგ გამოჩნდა, რომ “ბაიერნის” შემტევი თამაშგარე მდგომარეობაში იყო და გოლი გაუქმდა.
კოლუმბიისა და შვეიცარიის დაპირისპირება 8 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.
კანზასი. „ეროუჰედი“
კოლუმბია - განა 1:0
გოლი: არიასი (14)