საზოგადოება
საქართველოს სკოლებში ინგლისური ენის სწავლება პირველი კლასიდან აღარ დაიწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება მეორე კლასიდან დაიწყება. თუმცა, ინგლისური ენის საათები გაიზარდა მე-10 კლასში.
4 ივლისი, 2026
სპორტი
იურგენ კლოპმა დაადასტურა, რომ გერმანიის საფეხბურთო ასოციაციასთან ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მუნდიალზე გერმანიის ნაკრების წარუმატებლობის შემდეგ, იულიან ნაგელსმანმა თანამდებობა დატოვა. კლოპმა აღნიშნა, რომ Red Bull-თან კონტრაქტი აქვს, თუმცა თვლის, რომ დამსაქმებელთან შეთანხმება არ გაუჭირდება.
4 ივლისი, 2026
სპორტი
ბათუმის "დინამომ" 29 წლის ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი დაიბრუნა, რომელიც ამავე გუნდში თითქმის 3 სეზონის განმავლობაში თამაშობდა. ალთუნაშვილსა და ბათუმელებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა. ის ბოლოს ირაელის წარმომადგენელ ჰაიფას "ჰაპოელის" ღირსებას იცავდა.
4 ივლისი, 2026
მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა უარყო რუსეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ქალაქ კონსტანტინოვკის სრულად დაკავების შესახებ. გენერალური შტაბის პრესმდივნის თქმით, უკრაინული ძალები აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციებს და ქალაქი მათ კონტროლს ექვემდებარება. პრეზიდენტმა ზელენსკიმ რუსეთის განცხადებას მორიგი ტყუილი უწოდა.
4 ივლისი, 2026
სპორტი
შვედურ გეტებორგში დასრულდა 16-წლამდელ ხელბურთელ გოგონათა ევროპის ღია პირველობა, რომელშიც 20 გუნდი მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ფინიში მაჟორულად ჩაატარა, მეოთხე დღეს ლიეტუვის ნაკრები დაამარცხა და მე-17 ადგილი დაიკავა.
4 ივლისი, 2026
მსოფლიო
ვენესუელაში, დამანგრეველი მიწისძვრიდან რვა დღის შემდეგ, მაშველებმა ცხრასართულიანი შენობის ნანგრევებიდან კაცი ცოცხალი ამოიყვანეს. 70-საათიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად, 40-წლამდე მამაკაცი, რომელიც სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომის ქვეშ იყო მოყოლილი, სტაბილურ მდგომარეობაში გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში.
4 ივლისი, 2026
მსოფლიო
ვენესუელაში, დამანგრეველი მიწისძვრიდან რვა დღის შემდეგ, მაშველებმა ცხრასართულიანი შენობის ნანგრევებიდან კაცი ცოცხალი ამოიყვანეს. 70-საათიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად, 40-წლამდე ჰერნან ალბერტო ხილ ფლორესი, რომელიც სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომის ქვეშ იყო მოყოლილი, სტაბილურ მდგომარეობაში გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
3 ივლისის ენერგეტიკული ვიბრაციები აქტიური კომუნიკაციის, ახალი კავშირების დამყარებისა და იდეების გენერირებისკენ მოგვიწოდებს. დღევანდელი პლანეტარული ასპექტები ხელს უწყობს გონებრივ მოქნილობას, რაც ნებისმიერ სიტუაციაში ორიგინალური გამოსავლის პოვნაში დაგვეხმარება. კოსმოსური ფონი ხელსაყრელია პარტნიორული შეთანხმებებისთვის, თუმცა მოითხოვს სიმშვიდის შენარჩუნებას, რათა ზედაპირულმა ემოციებმა გეზი არ აგვიბნიოს.
4 ივლისი, 2026
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანის დედაქალაქ თეირანს ეწვია, სადაც ქვეყნის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში, ყაველაშვილმა შეხვედრა გამართა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან, სადაც სამძიმარი გამოხატა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
4 ივლისი, 2026
სპორტი
ესპანური გამოცემა As-ის ინფორმაციით, მადრიდის "ატლეტიკომ" "სპორტინგთან" გუნდის 27 წლის დანიელი კაპიტნის, მორტენ იულმანის წარმომადგენლებთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. იულმანი, რომელიც გიორგი ქოჩორაშვილის კონკურენტია, მზადაა, 5+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმოს, თუმცა გარიგებას მხოლოდ ერთი ფაქტორი აყოვნებს.
4 ივლისი, 2026