თმის დავარცხნა, ქალაქის შიგნით მგზავრობა, მამაკაცის ტანსაცმლის გადაკეთება და... - 20 მომსახურება, რომელიც ივნისში გაძვირდა
2026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა.
მათივე ცნობით, საბაზო ინფლაციამ 2026 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.5% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.2%-ით განისაზღვრა.
„ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა იმ პროდუქტების შესახებ, რომელიც ივნისში წლიურად ყველაზე მეტად გაძვირდა და გაიაფდა. ამჯერად დავინტერესდით იმ მომსახურებებით, რომელიც ივნისში ყველაზე მეტად გაძვირდა.
„საქსტატის“ მონაცემები აჩვენებს, რომ საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტად - 32.5%-ით არის გაძვირებული თვითმფრინავით მგზავრობა. მგზავრობის ნაწილში გაძვირება ფიქსირდება როგორც საქალაქთაშორისო, ასევე ქალაქს შიდა მგზავრობის ნაწილშიც.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ 20 მომსახურებების ჩამონათვალს, რომელიც 2026 წლის ივნისში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად გაძვირდა:
თვითმფრინავით მგზავრობა - 32.5%;
ქალის ფეხსაცმლის შეკეთება - 29.2%;