სპორტი
ესპანური გამოცემა As-ის ინფორმაციით, მადრიდის "ატლეტიკომ" "სპორტინგთან" გუნდის 27 წლის დანიელი კაპიტნის, მორტენ იულმანის წარმომადგენლებთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. იულმანი, რომელიც გიორგი ქოჩორაშვილის კონკურენტია, მზადაა, 5+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმოს, თუმცა გარიგებას ფასი აყოვნებს.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი“, რომელიც ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მართავს, აცხადებს, რომ აგვისტო-სექტემბრიდან დაიწყებს სრულად არა-რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. ეს ნაბიჯი კომპანიის პროდუქციას მაღალმარჟინალური ბაზრების კარს გაუხსნის. კომპანია ასევე აფართოებს პარტნიორობას Honeywell-თან და გეგმავს საგზაო ბიტუმის წარმოებას, ხოლო 2027 წლისთვის საავიაციო საწვავის წარმოებასაც შეძლებს.
4 ივლისი, 2026
სპორტი
იურგენ კლოპმა დაადასტურა, რომ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის დასაკავებლად მოლაპარაკებებს აწარმოებს. მან აღნიშნა, რომ ძალები აღიდგინა და მზად არის ახალი გამოწვევებისთვის, თუმცა მოლაპარაკებებს დრო დასჭირდება. კლოპის თქმით, გერმანულ ფეხბურთში ფუნდამენტური ცვლილებებია საჭირო.
4 ივლისი, 2026
სპორტი
ბათუმის "დინამომ" 29 წლის ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი დაიბრუნა, რომელიც ამავე გუნდში თითქმის 3 სეზონის განმავლობაში თამაშობდა. ალთუნაშვილსა და ბათუმელებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა. ის ბოლოს ირაელის წარმომადგენელ ჰაიფას "ჰაპოელის" ღირსებას იცავდა.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2026 წლის ივნისში წლიური ინფლაცია 5.8% იყო, ხოლო სამომხმარებლო ფასები წინა თვესთან შედარებით 0.1%-ით გაიზარდა. წლიური ინფლაციის ზრდაზე ძირითადად გავლენა მოახდინა ტრანსპორტის, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების, სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების, საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების, ჯანმრთელობის დაცვის ფასების ზრდამ. კავშირგაბმულობის ფასები კი შემცირდა.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს სკოლებში ინგლისური ენის სწავლება პირველი კლასიდან აღარ დაიწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება მეორე კლასიდან დაიწყება. ამასთან, გაძლიერდება ინგლისური ენის სწავლება მე-10 კლასში, გაიზრდება საათობრივი ბადე.
4 ივლისი, 2026
მსოფლიო
4 ივლისის ღამით, უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ლენინგრადის ოლქში მდებარე პორტზე იერიში მიიტანეს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა თვითმხილველების მიერ გადაღებული კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ უკრაინული შეტევის შემდეგ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხის გამო რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
4 ივლისი, 2026
პოლიტიკა
უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია, რა დროსაც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. ეს შეთანხმება საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან, სადაც განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები.
4 ივლისი, 2026
მსოფლიო
ვენესუელაში, დამანგრეველი მიწისძვრიდან რვა დღის შემდეგ, მაშველებმა ცხრასართულიანი შენობის ნანგრევებიდან კაცი ცოცხალი ამოიყვანეს. 70-საათიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად, 40-წლამდე ჰერნან ალბერტო ხილ ფლორესი, რომელიც სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომის ქვეშ იყო მოყოლილი, სტაბილურ მდგომარეობაში გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
3 ივლისის ენერგეტიკული ვიბრაციები აქტიური კომუნიკაციის, ახალი კავშირების დამყარებისა და იდეების გენერირებისკენ მოგვიწოდებს. დღევანდელი პლანეტარული ასპექტები ხელს უწყობს გონებრივ მოქნილობას, რაც ნებისმიერ სიტუაციაში ორიგინალური გამოსავლის პოვნაში დაგვეხმარება. კოსმოსური ფონი ხელსაყრელია პარტნიორული შეთანხმებებისთვის, თუმცა მოითხოვს სიმშვიდის შენარჩუნებას, რათა ზედაპირულმა ემოციებმა გეზი არ აგვიბნიოს.
4 ივლისი, 2026