სპორტი
სანდრო ალთუნაშვილი 2028 წლის ბოლომდე ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია. 29 წლის ალთუნაშვილი, რომელიც "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილია, ბათუმურ კლუბში ორჯერ იყო საქართველოს ჩემპიონი. მანამდე ის ისრაელის "ჰაპოელში" და ავსტრიის "ვოლფსბერგში" თამაშობდა, სადაც თასის მფლობელი გახდა.
4 ივლისი, 2026
სპორტი
ბათუმის "დინამომ" 29 წლის ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი დაიბრუნა, რომელიც ამავე გუნდში თითქმის 3 სეზონის განმავლობაში თამაშობდა. ალთუნაშვილსა და ბათუმელებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა. ის ბოლოს ირაელის წარმომადგენელ ჰაიფას "ჰაპოელის" ღირსებას იცავდა.
4 ივლისი, 2026
მსოფლიო
უკრაინამ რუსეთის 18 რეგიონზე, ანექსირებულ ყირიმსა და აზოვისა და შავი ზღვების აკვატორიებზე 400-მდე დრონით განახორციელა დარტყმები. სანკტ-პეტერბურგში ნავთობის ტერმინალზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, თუმცა დაშავებულები არ არიან. ბელგოროდში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა.
4 ივლისი, 2026
სპორტი
შვედურ გეტებორგში დასრულდა 16-წლამდელ ხელბურთელ გოგონათა ევროპის ღია პირველობა. საქართველოს ნაკრებმა, სასტარტო შეხვედრებისგან განსხვავებით, ტურნირი მაჟორულად დაასრულა. გუნდმა ლიეტუვის ნაკრები დაამარცხა და მე-17 ადგილი დაიკავა.
4 ივლისი, 2026
სპორტი
ზურიკო დავითაშვილის მომავალი კლუბის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ მასზე "ბეშიქთაში" და "ბენფიკა" აქტიურად ინტერესდებიან, ახლა პორტუგალიური "სპორტინგიც" გამოჩნდა, სადაც გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს. Central 90-ის ინფორმაციით, "სპორტინგმა" "სენტ ეტიენს" უკვე მიმართა დავითაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით.
4 ივლისი, 2026
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში, იგი ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა და სამძიმარი გამოუცხადა. ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ირანს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.
4 ივლისი, 2026
სამართალი
ცოტნე დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალები ვრცელდება. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ავარიას 65 წლის პენსიონერი ემსხვერპლა, რომელიც ტროტუარზე გადაადგილდებოდა. მას რუსეთის მოქალაქის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი დაეჯახა. ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
4 ივლისი, 2026
სპორტი
ესპანური გამოცემა As-ის ინფორმაციით, მადრიდის "ატლეტიკომ" "სპორტინგთან" გუნდის 27 წლის დანიელი კაპიტნის, მორტენ იულმანის წარმომადგენლებთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. იულმანი, რომელიც გიორგი ქოჩორაშვილის კონკურენტია, მზადაა, 5+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმოს, თუმცა გარიგებას მხოლოდ ერთი ფაქტორი აყოვნებს.
4 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. ვადამდელი არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. არჩევნების თარიღის დანიშვნა ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ვიზიტს დაემთხვა.
4 ივლისი, 2026
სპორტი
იურგენ კლოპმა დაადასტურა, რომ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის დასაკავებლად მოლაპარაკებებს აწარმოებს. მან აღნიშნა, რომ ძალები აღიდგინა და მზად არის ახალი გამოწვევისთვის, თუმცა მოლაპარაკებებს დრო დასჭირდება. კლოპის თქმით, გერმანულ ფეხბურთში ფუნდამენტური ცვლილებებია საჭირო.
4 ივლისი, 2026