სპორტი
24 წლის ფორვარდი ლადო ჩიხრაძე საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, თბილისის "იბერია 1999-ის" ღირსებას დაიცავს. ის ბოლოს ტყიბულის "მეშახტეში" ასპარეზობდა, იქამდე კი წყალტუბოს "სამგურალისა" და ფოთის "კოლხეთი 1913-ის" ღირსებას იცავდა. ჩიხრაძემ კარიერაში პირველი ნაბიჯები ესპანეთში გადადგა, სადაც "ესტრემადურაში" ასპარეზობდა, საქართველოში კი 2022 წელს დაბრუნდა.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
4 ივლისის ასტროლოგიური ფონი ემოციური განახლებისა და ინტუიციური ძიებებისკენ მოგვიწოდებს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს ჩვენს შინაგან სამყაროში ჩახედვას, რაც დაგვეხმარება დაფარული პოტენციალისა და ნამდვილი სურვილების აღმოჩენაში. კოსმოსური ვიბრაციები გვირჩევენ, მეტი ყურადღება მივაქციოთ ქვეცნობიერ მინიშნებებს და ნაკლებად ავყვეთ გარე სამყაროს ხმაურს.
4 ივლისი, 2026
მსოფლიო
ვენესუელაში, ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, ჩამონგრეული შენობის ნანგრევებიდან 8 დღის განმავლობაში მოყოლილი მამაკაცი ცოცხალი გადაარჩინეს. მაშველებმა 100 საათზე მეტი იმუშავეს 140 ტონა ბეტონის ქვეშ მოყოლილი ერნან ხილის გადასარჩენად. ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მას „ცოცხალი სასწაული“ უწოდა.
4 ივლისი, 2026
სპორტი
„ალ-ნასრის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ავსტრალიელი სპეციალისტი ენჯ პოსტეკოღლუ გახდა. მან ამ პოსტზე ჟორჟე ჟეზუსი შეცვალა, რომლის ხელმძღვანელობითაც კლუბი გასულ სეზონში საუდის არაბეთის ჩემპიონი გახდა. პოსტეკოღლუ კარიერის განმავლობაში არაერთ ცნობილ გუნდს ედგა სათავეში.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
გორის ბავშვთა გუნდი, რომელიც 5 ივლისს Tbilisi Open Air-ის სცენაზე მუსიკოს ალექსანდრე კორძაიასთან ერთად უნდა გამოსულიყო, ფესტივალზე მონაწილეობას აღარ მიიღებს. გუნდის ფეისბუკის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ხელმძღვანელის პირადი პრობლემებით არის გამოწვეული. Kordz-ის პიარ მენეჯერის თქმით, გუნდმა უარი მას შემდეგ განაცხადა, რაც ერთობლივი რეპეტიციის ვიდეო გავრცელდა.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
3 ივლისის ენერგეტიკული ვიბრაციები აქტიური კომუნიკაციის, ახალი კავშირების დამყარებისა და იდეების გენერირებისკენ მოგვიწოდებს. დღევანდელი პლანეტარული ასპექტები ხელს უწყობს გონებრივ მოქნილობას, რაც ნებისმიერ სიტუაციაში ორიგინალური გამოსავლის პოვნაში დაგვეხმარება. კოსმოსური ფონი ხელსაყრელია პარტნიორული შეთანხმებებისთვის, თუმცა მოითხოვს სიმშვიდის შენარჩუნებას, რათა ზედაპირულმა ემოციებმა გეზი არ აგვიბნიოს.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოში 2026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საბაზო ინფლაციამ 3.5% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.2%-ით განისაზღვრა. ყველაზე მეტად გაძვირდა თვითმფრინავით მგზავრობა - 32.5%.
4 ივლისი, 2026
სპორტი
პარაგვაის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ხოსე ლუის ჩილავერტმა, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის, კრისტოფ დიუგარის განცხადებას უპასუხა. დიუგარიმ საფრანგეთის ნაკრები დაამცირა და განაცხადა, რომ მათ განადგურება ელოდებათ. ჩილავერტმა კი უპასუხა, რომ საფრანგეთის ნაკრები აფრიკის ნაკრებს ემსგავსება. ამ განცხადებამ საფრანგეთში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და ჩილავერტი რასიზმში დაადანაშაულეს.
4 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს ნაკრების 25 წლის ნახევარმცველმა ანზორ მექვაბიშვილმა შეიძლება გუნდი გამოიცვალოს და კარიერა აშშ-ში გააგრძელოს. რუმინული Digi Sport-ის ცნობით, მექვაბიშვილის სანაცვლოდ „ჩიკაგო ფაირმა“, რომელმაც ახლახან რობერტ ლევანდოვსკი დაიმატა, „უნივერსიტატეას“ 1.8 მილიონი ევრო შესთავაზა.
4 ივლისი, 2026
სპორტი
არტიომ დოვბიკი, რომელიც გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალს“ უკავშირდებოდა, შესაძლოა, სერია A-ში დარჩეს. ფეხბურთელის სამსახურით „ჯენოაა“ დაინტერესებული. გარიგებას ერთი ის აბრკოლებს, რომ გენუელებს ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურთ, თუმცა „რომაში“ დოვბიკის სრულფასოვნად გასხვისებასა და ტრანსფერიდან 25 მილიონი ევროს აღებას იმედოვნებენ.
4 ივლისი, 2026