სპორტი
24 წლის ფორვარდი ლადო ჩიხრაძე საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, თბილისის "იბერია 1999-ის" ღირსებას დაიცავს. მან კარიერაში პირველი ნაბიჯები ესპანეთში გადადგა და ეროვნული ლიგის ეგიდით ჩატარებულ 54 მატჩში 9 გოლი გაიტანა.
4 ივლისი, 2026
სამართალი
პაკისტანის სამართალდამცავებმა გამოავლინეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც დაკავებული იყო ადამიანის პლაცენტის უკანონო ექსპორტით. ქსელი საავადმყოფოებიდან აგროვებდა პლაცენტას, ამუშავებდა და საზღვარგარეთ აგზავნიდა, სადაც მას დაბერების საწინააღმდეგო ინექციების დასამზადებლად იყენებდნენ. გამოძიების ფარგლებში უკვე ხუთი ადამიანი დააკავეს და ამოღებულია დიდი ოდენობით ადამიანის ქსოვილი.
4 ივლისი, 2026
სპორტი
24 წლის ფორვარდი ლადო ჩიხრაძე საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, თბილისის "იბერია 1999-ის" ღირსებას დაიცავს. ის ბოლოს ტყიბულის "მეშახტეში" ასპარეზობდა, იქამდე კი წყალტუბოს "სამგურალისა" და ფოთის "კოლხეთი 1913-ის" ღირსებას იცავდა. ლადომ კარიერაში პირველი ნაბიჯები გადადგა ესპანეთში, სადაც "ესტრემადურაში" ასპარეზობდა, საიდანაც საქართველოში 2022 წელს დაბრუნდა.
4 ივლისი, 2026
მსოფლიო
ვენესუელაში, ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, ჩამონგრეული შენობის ნანგრევებიდან 8 დღის განმავლობაში მოყოლილი მამაკაცი ცოცხალი ამოიყვანეს. მაშველებმა 100 საათზე მეტი იმუშავეს 140 ტონა ბეტონის ქვეშ მოყოლილი ერნან ხილის გადასარჩენად. ქვეყანა ეროვნული მასშტაბის კრიზისს ებრძვის, რასაც ორი ძლიერი მიწისძვრა და ასობით განმეორებითი ბიძგი მოჰყვა.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
გორის ბავშვთა გუნდმა, რომელიც მუსიკოს Kordz-თან ერთად უნდა გამოსულიყო Open Air-ის ფესტივალზე, მონაწილეობაზე უარი განაცხადა. მიზეზად ხელმძღვანელის პირადი პრობლემები დასახელდა, თუმცა სოციალურ ქსელში ვრცელდება ვერსია, რომ ეს გადაწყვეტილება ზეწოლის შედეგია. Kordz-ი პროევროპული აქციების ერთ-ერთი მხარდამჭერია და წარსულში ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლიც გამხდარა.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოში 2026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საბაზო ინფლაციამ 3.5% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.2%-ით განისაზღვრა. ყველაზე მეტად გაძვირდა თვითმფრინავით მგზავრობა - 32.5%.
4 ივლისი, 2026
სამართალი
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ არასრულწლოვანს, გიორგი მალანიას, პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულის ადვოკატის მტკიცებით, არ არსებობდა არც ფაქტობრივი და არც ფორმალური საფუძვლები მისი დაკავებისა და პატიმრობის შეფარდებისთვის. პროკურატურა კი აცხადებს, რომ დაკავება გადაუდებელი აუცილებლობის ნიადაგზე მოხდა, რადგან ბრალდებული მიმალვას აპირებდა.
4 ივლისი, 2026
სამართალი
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ არასრულწლოვანს, გიორგი მალანიას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ არ არსებობდა არც ფაქტობრივი და არც ფორმალური საფუძვლები მისი დაკავებისა და პატიმრობის შეფარდებისთვის. პროკურატურის მტკიცებით, დაკავება გადაუდებელი აუცილებლობის ნიადაგზე მოხდა, რადგან ბრალდებული მიმალვას აპირებდა.
4 ივლისი, 2026
სამართალი
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ არასრულწლოვანს, გიორგი მალანიას, პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულის ადვოკატის მტკიცებით, არ არსებობდა არც ფაქტობრივი და არც ფორმალური საფუძვლები მისი დაკავებისა და პატიმრობის შეფარდებისთვის. პროკურატურა კი აცხადებს, რომ დაკავება გადაუდებელი აუცილებლობის ნიადაგზე მოხდა, რადგან ბრალდებული მიმალვას აპირებდა.
4 ივლისი, 2026
სამართალი
დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებული რუსეთის მოქალაქის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი შოკშია და მომხდარს ძალიან ნანობს. ქალი ამბობს, რომ ავარიის მომენტი არ ახსოვს და არც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფილა. ადვოკატის მტკიცებით, ეს იყო ჩვეულებრივი ავტოსაგზაო შემთხვევა და არა განზრახი ქმედება.
4 ივლისი, 2026