სპორტი
24 წლის ფორვარდი ლადო ჩიხრაძე საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, თბილისის "იბერია 1999-ის" ღირსებას დაიცავს. ის ბოლოს ტყიბულის "მეშახტეში" ასპარეზობდა, იქამდე კი წყალტუბოს "სამგურალისა" და ფოთის "კოლხეთი 1913-ის" ღირსებას იცავდა. ლადომ კარიერაში პირველი ნაბიჯები გადადგა ესპანეთში, სადაც "ესტრემადურაში" ასპარეზობდა, საიდანაც საქართველოში 2022 წელს დაბრუნდა.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი“, რომელიც ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მართავს, აცხადებს, რომ აგვისტო-სექტემბრიდან დაიწყებს სრულად არა-რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. ეს ნაბიჯი კომპანიის პროდუქციას მაღალმარჟინალური ბაზრების კარს გაუღებს. კომპანია ასევე აფართოებს პარტნიორობას Honeywell-თან და გეგმავს საგზაო ბიტუმის წარმოებას, ხოლო 2027 წლისთვის საავიაციო საწვავის წარმოებასაც შეძლებს.
4 ივლისი, 2026
სპორტი
ესპანური გამოცემა As-ის ინფორმაციით, მადრიდის "ატლეტიკომ" "სპორტინგთან" გუნდის 27 წლის დანიელი კაპიტნის, მორტენ იულმანის წარმომადგენლებთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. იულმანი, რომელიც გიორგი ქოჩორაშვილის კონკურენტია, მზადაა, 5+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმოს, თუმცა გარიგებას მხოლოდ ერთი ფაქტორი აყოვნებს.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2026 წლის ივნისში წლიური ინფლაცია 5.8% იყო, ხოლო სამომხმარებლო ფასები წინა თვესთან შედარებით 0.1%-ით გაიზარდა. წლიური ინფლაციის ზრდაზე ძირითადად გავლენა მოახდინა ტრანსპორტის, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების, სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების, საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების, ჯანმრთელობის დაცვის ფასების ზრდამ. თუმცა, კავშირგაბმულობის ფასები 6.4%-ით შემცირდა.
4 ივლისი, 2026
პოლიტიკა
უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია, რა დროსაც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. ეს შეთანხმება საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან.
4 ივლისი, 2026
პოლიტიკა
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ ჟენევაში საქართველოს შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიში მოისმინა. ანგარიშში თბილისს მოუწოდებენ, გადახედოს 2025 წელს მიღებული კანონები და 2024-2025 წლების საპროტესტო აქციების დროს ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევების შესახებ გამოძიება ჩაატაროს. კომისარიატმა ასევე აღნიშნა შეშფოთება „სამოქალაქო სივრცის შემზღუდავი და გაერთიანების, გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ხელყოფის შესახებ კანონმდებლობის მიღების“ ტენდენციის გაგრძელებაზე.
4 ივლისი, 2026
სპორტი
Sky Sport Italia-ს ცნობით, "რომას" 29 წლის უკრაინელი ფორვარდი არტიომ დოვბიკი, რომელსაც ბოლო პერიოდში ლა ლიგის კლუბებსა და მათ შორის, გიორგი მიქაუტაძის "ვილიარეალს" უკავშირებდნენ, შესაძლოა, სერია A-ში დარჩეს. ფეხბურთელის სამსახურით "ჯენოაა" დაინტერესებული, რომელსაც სათავეში "მგლების" ლეგენდა დანიელე დე როსი უდგას.
4 ივლისი, 2026
მსოფლიო
ვენესუელაში, ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, ჩამონგრეული შენობის ნანგრევებიდან მამაკაცი ცოცხალი ამოიყვანეს. ერნან ხილი ნანგრევებში 8 დღის განმავლობაში იყო მოყოლილი. მაშველებმა მისი ადგილსამყოფლის დადგენიდან 100 საათზე მეტი იმუშავეს და 140 ტონა ბეტონის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის გადარჩენა შეძლეს.
4 ივლისი, 2026
მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა უარყო რუსეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ცნობა ქალაქ კონსტანტინოვკის სრულად დაკავების შესახებ. გენერალური შტაბის პრესმდივნის თქმით, უკრაინის ძალები აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციებს და ქალაქი მათ კონტროლს ექვემდებარება. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ეს ცნობა რუსეთის მორიგ ტყუილად შეაფასა.
4 ივლისი, 2026
სპორტი
24 წლის ფორვარდი ლადო ჩიხრაძე საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, თბილისის "იბერია 1999-ის" ღირსებას დაიცავს. ის ბოლოს ტყიბულის "მეშახტეში" ასპარეზობდა, იქამდე კი წყალტუბოს "სამგურალისა" და ფოთის "კოლხეთი 1913-ის" ღირსებას იცავდა. ლადომ კარიერაში პირველი ნაბიჯები გადადგა ესპანეთში, სადაც "ესტრემადურაში" ასპარეზობდა, საიდანაც საქართველოში 2022 წელს დაბრუნდა.
4 ივლისი, 2026