← მთავარი
სპორტი

ატყდა დავიდარაბა - ჩილავერტმა საფრანგეთს აფრიკის ნაკრები უწოდა

5 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ატყდა დავიდარაბა - ჩილავერტმა საფრანგეთს აფრიკის ნაკრები უწოდა

5 ივლისს, მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში პარაგვაი საფრანგეთს დაუპირისპირდება. მომავალი მატჩის წინ საფრანგეთის ეროვნული გუნდის ყოფილმა თავდამსხმელმა კრისტოფ დიუგარიმ RMC-ს ეთერში მეტოქეზე დამცინავად ისაუბრა:

„მათ განადგურება ელოდებათ. დაცვიდან თამაშს შეეცდებიან, ვინაიდან სხვაგვარად არ შეუძლიათ. ამის შესახებ უკვე ორჯერ ვთქვი. შეტევაში უბრალოდ კატასტროფულები არიან“.

დიუგარის სოციალურ ქსელში პარაგვაის ნაკრების ყოფილმა მეკარემ ხოსე ლუის ჩილავერტმა უპასუხა: „კრისტოფ, შენ მართალი ხარ. 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ფრანგებს შევხვდით, ახლა კი აფრიკის ნაკრებს ვეთამაშებით“.

ლეგენდარული პარაგვაელის გამონათქვამმა საფრანგეთში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და ის რასიზმში დაადანაშაულეს. „პარიზიენი“ წერს, რომ გასული წლის თებერვალში მან რასისტული და ჰომოფობიური შეურაცხყოფა ვინისიუსსა და მბაპეს მიაყენა.

← მთავარი