← მთავარი
სპორტი

წავა მექვაბიშვილი ლევანდოვსკისთან? რიგში მოდრიჩიცაა... | Lelo.Ge

5 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
წავა მექვაბიშვილი ლევანდოვსკისთან? რიგში მოდრიჩიცაა... | Lelo.Ge

ანზორ მექვაბიშვილის შეძენა ამერიკული MLS-ის ბინადარ “ჩიკაგო ფაიარსს” სურს. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების 25 წლის “საყრდენი” ნახევარმცველი ამჟამად რუმინული “უნივერსიტატიას” ფეხბურთელია.

ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციას რუმინელი ჟურნალისტი, ემანუელ როშუ ავრცელებს. მისი ცნობით, ამერიკელები რუმინელებს ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 1,80 მილიონ ევროს სთავაზობენ, ხოლო ბონუსებით ტრანსფერის ღირებულებამ შესაძლოა 2,2 მილიონ ევროსაც მიაღწიოს.

მასთან ერთად, “ჩიკაგო” რუმინულ მხარეს სთავაზობს 15-პროცენტიან წილს მექვაბიშვილის მომდევნო ტრანსფერიდან. ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებით არის “ხეტაფეს” ვარიანტიც, მაგრამ ამერიკელები უფრო აქტიურობენ.

საინტერესოა, რომ “ჩიკაგომ” ცოტა ხნის წინ “ბარსელონადან” პოლონელი ფორვარდი, ლეგენდარული რობერტ ლევანდოვსკი გადაიბირა. ამერიკული კლუბი ასევე უმიზნებს ლუკა მოდრიჩის ტრანსფერს…

← მთავარი