განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სამართალი

აზერბაიჯანელი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილს საქართველოში ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ „დამამძიმებელ გარემოებაში“ აზერბაიჯანელი ქალის, ფატიმა კარიმოვას განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ბრალდებულს, ემინ ალიევს, ბრალი 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ალიევი, სავარაუდოდ, თურქეთში დააკავეს.

11 ივლისი, 2026
საზოგადოება

შეშელიძისა და ბალანჩინის ქუჩებზე, მინდელის ხიდსა და მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ ომარ შეშელიძისა და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩებზე, მინდელის ხიდსა და მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოაწყო. ეს ცვლილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილებასა და საგზაო უსაფრთხოების დაცვას ემსახურება. სააგენტოს ცნობით, ამ მონაკვეთებზე მოძრაობის სქემის განახლებასთან ერთად საგზაო ნაკადების მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს.

11 ივლისი, 2026
სპორტი

თემურ ქეცბაია: "თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ პირველი მატჩი იყო და მთავარია, გასვლით შეხვედრაში გავიმარჯვეთ"...

თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კონფერენსლიგაზე ლუქსემბურგულ "მონდორფთან" სტუმრად მოგებული მატჩის შემდეგ ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის ხარისხით უკმაყოფილო დარჩა, ხაზი გაუსვა პირველი, სტუმრად მოგებული შეხვედრის მნიშვნელობას. ქეცბაიამ აღნიშნა, რომ გუნდმა ადრე გაიტანა ორი გოლი და კმაყოფილია ამ შედეგით, თუმცა საპასუხო მატჩშიც გამარჯვების იმედი აქვს.

11 ივლისი, 2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების ვორკშოპი გაიმართება

საქართველოს ბანკი, EFSE-სთან პარტნიორობით, მეწარმე ქალებისთვის ატარებს ვორკშოპს „გაყიდვები გაზრდილი კონკურენციის პირობებში“. შეხვედრა 17 ივლისს, 17:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება. ვორკშოპს გაუძღვება ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია "სოლუშენერის" დამფუძნებელი და დირექტორი ნანა აბურჯანიძე.

11 ივლისი, 2026
სპორტი

[რაგბი. ჩელენჯ კაპი] ბრიტანელებთან შინ, ფრანგებთან სტუმრად | Lelo.Ge

დადგინდა ჩელენჯ კაპის გათამაშებაში ქართული ფრანჩაიზის „შავი ლომის“ მატჩების განრიგი. გუნდი პირველ შეხვედრას 17 ოქტომბერს, შინ, უელსურ „ოსფრიზთან“ გამართავს. შემდეგ კი, ჯგუფური ეტაპის დარჩენილ მატჩებს საფრანგეთში და შინ ჩაატარებს.

11 ივლისი, 2026
პოლიტიკა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჰააგის დეკლარაცია და რეზოლუციები მიიღო

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ჰააგის დეკლარაცია და რეზოლუციები, რომლებიც გამოხატავენ შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო. დეკლარაცია ასევე მოუწოდებს საქართველოს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ და კანონმდებლობის გადახედვისკენ. საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და სხდომათა დარბაზი დატოვა.

11 ივლისი, 2026
საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში 7 ივლისს დრონების საფრთხის გამო განგაში ორჯერ გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში 7 ივლისს დრონების საფრთხის გამო განგაში ორჯერ გამოცხადდა. რუსული მედია იტყობინება, რომ განგაში პირველად ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გამოცხადდა და ორი საათის შემდეგ მოიხსნა, მოგვიანებით კი ისევ გამოცხადდა. მოსახლეობას მოუწოდეს, დატოვონ ღია ადგილები და არ სცადონ დრონების დამოუკიდებლად ჩამოგდება.

11 ივლისი, 2026
სპორტი

ალეგრის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ხილა "მილანში" გადავიდა და მასიმილიანო უკმაყოფილო დარჩა

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ლაციოს" 25 წლის ესპანელი მცველი მარიო ხილა კარიერას "მილანში" განაგრძობს. ის "როსონერში" სამედიცინო შემოწმებას რამდენიმე დღეში გაივლის, გარიგების საფასური კი 30 მილიონი ევრო იქნება. აღსანიშნავია, რომ ესპანელი მადრიდის "რეალის" აღზრდილია და მასზე უფლებები ეკუთვნოდა, რის გამოც "ბლანკოსი" ტრანსფერიდან 50%-ს აიღებს.

11 ივლისი, 2026
სპორტი

მოურინიომ "ნაპოლის" ნახევარმცველის დამატება მოისურვა

„ნაპოლის“ 29 წლის ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს. ტრანსფერის განხორციელებით „რეალის“ მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა დაინტერესებული, რომელიც მაკტომინეის „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობის პერიოდიდან იცნობს და ძალიან აფასებს.

11 ივლისი, 2026
სპორტი

შეთანხმებასთან ახლოს - კლოპი გერმანიის ნაკრებს 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გაწვრთნის

გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, იურგენ კლოპი გერმანიის ნაკრების ახალი მწვრთნელი გახდება და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან. გავრცელებული ცნობით, კონტრაქტი 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გაფორმდება და კლოპი წელიწადში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

11 ივლისი, 2026