საზოგადოება
საქართველოს ბანკი, EFSE-სთან პარტნიორობით, მეწარმე ქალებისთვის ატარებს ვორკშოპს „გაყიდვები გაზრდილი კონკურენციის პირობებში“. შეხვედრა 17 ივლისს, 17:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება. ვორკშოპს ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია "სოლუშენერის" დამფუძნებელი და დირექტორი ნანა აბურჯანიძე გაუძღვება.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რეგიონულმა მედია საშუალებამ, „ჩემი ხარაგაული“, განაცხადა, რომ მისი ჟურნალისტი ადგილობრივი საკრებულოს სხდომის ფოტოდან ამოჭრეს. მედიის საშუალების ინფორმაციით, ხარაგაულის საკრებულომ 6 ივლისის სხდომის ფოტოები ატვირთა და ერთ-ერთიდან ჟურნალისტი ნინო კაპანაძე ამოჭრა მიუხედავად იმისა, რომ ის მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას იჯდა.
11 ივლისი, 2026
სპორტი
დადგინდა ჩელენჯ კაპის გათამაშებაში ქართული ფრანჩაიზის „შავი ლომის“ მატჩების განრიგი. გუნდი პირველ შეხვედრას 17 ოქტომბერს, შინ, უელსურ „ოსფრიზთან“ გამართავს. მომდევნო ტურებში კი, საფრანგეთში იმოგზაურებს, სადაც „ტულონსა“ და „ვანს“ დაუპირისპირდება.
11 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ჰააგის დეკლარაცია და რეზოლუციები, რომლებიც გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო. დეკლარაციაში საქართველოს მოუწოდებენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ და კანონმდებლობის გადახედვისკენ. საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და სხდომათა დარბაზი დატოვა.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
ოკუპირებულ აფხაზეთში 7 ივლისს დრონების საფრთხის გამო განგაში ორჯერ გამოცხადდა. რუსული მედია იტყობინება, რომ განგაში პირველად ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გამოცხადდა და ორი საათის შემდეგ მოიხსნა, მოგვიანებით კი ისევ გამოცხადდა. მოსახლეობას მოუწოდეს, დატოვონ ღია ადგილები და არ სცადონ დრონების დამოუკიდებლად ჩამოგდება.
11 ივლისი, 2026
სპორტი
გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, იურგენ კლოპი გერმანიის ნაკრების ახალი მწვრთნელი გახდება და შეთანხმებასთან ახლოსაა. მხარეები კონტრაქტს 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გააფორმებენ, რის მიხედვითაც კლოპი წელიწადში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
11 ივლისი, 2026
სამართალი
22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ. ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ბიუროში ჩატარდება. საქმეზე წინასასამართლო სხდომა აგვისტოშია დაგეგმილი.
11 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს ნაკრების შემტევი ზურიკო დავითაშვილით იტალიური "ატალანტა" დაინტერესდა. წყაროს ცნობით, ბერგამოული კლუბი ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს და "სენტ ეტიენს" 8-ნიშნა თანხას სთავაზობს. "ატალანტას" ვარიანტი სრულიად ახალია, თუმცა ლომბარდიული კლუბი ახლახან მაურიციო სარიმ ჩაიბარა, ვისი მიდრეკილებაც შემტევი ფეხბურთის მიმართ ყველასთვის ცნობილია.
11 ივლისი, 2026
სპორტი
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ლაციოს" 25 წლის ესპანელი მცველი მარიო ხილა კარიერას "მილანში" განაგრძობს. ის "როსონერში" სამედიცინო შემოწმებას რამდენიმე დღეში გაივლის, გარიგების საფასური კი 30 მილიონი ევრო იქნება. ხილას "მილანისთვის" წარმთევა და "ნაპოლიში" წაყვანა "როსონერის" ყოფილ დამრიგებელ მასიმილიანო ალეგრის დიდად ეწადა, თუმცა მას კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, რის გამოც დიდად განაწყენებული დარჩენილა.
11 ივლისი, 2026
სპორტი
„ნაპოლის“ 29 წლის ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი შესაძლოა კარიერას ესპანეთში აგრძელებს. ტრანსფერის განხორციელებით „რეალის“ მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა დაინტერესებული, რომელიც მაკტომინეის „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობის პერიოდიდან იცნობს და ძალიან აფასებს.
11 ივლისი, 2026