სპორტი
ავტორიტეტული გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, იურგენ კლოპი გერმანიის ნაკრების ახალი მწვრთნელი გახდება და მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან. გავრცელებული ცნობით, კონტრაქტი 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გაფორმდება და კლოპი წელიწადში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
11 ივლისი, 2026
სპორტი
ამერიკელი ტელეწამყვანი ანა კასპარიანი მიიჩნევს, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინა ორი სხვადასხვა სახელმწიფოა. მან TYT-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში აშშ-მ ორი ქვეყანა - ბოსნია და ჰერცეგოვინა ერთად დაამარცხა.
11 ივლისი, 2026
სამართალი
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად ირაკლი დგებუაძე დაინიშნა. მანამდე ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო. დგებუაძე ასევე მუშაობდა ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად.
11 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს ნაკრების შემტევი ზურიკო დავითაშვილით იტალიური "ატალანტა" დაინტერესდა. წყაროს ცნობით, ბერგამოული კლუბი ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს და "სენტ ეტიენს" 8-ნიშნა თანხას სთავაზობს. ეს შეთავაზება ფრანგული კლუბისთვის დამატებითი საფიქრალია, რადგან დავითაშვილის მიმართ სხვა კლუბების ინტერესიც არსებობს.
11 ივლისი, 2026
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ „დამამძიმებელ გარემოებაში“ აზერბაიჯანელი ქალის, ფატიმა კარიმოვას განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ბრალდებულ ემინ ალიევს, სავარაუდოდ, ქალის ნათესავს, ბრალი 7 ივლისს წარუდგინეს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ის თურქეთში დააკავეს.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში ახალგაზრდებისთვის ოჯახი, ქორწინება და შვილების ყოლა უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება, თუმცა რეალური გარემოებები მათ ამ მიზნების განხორციელებაში ხელს უშლის. კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყანაში არსებობს სერიოზული ნაპრალი სასურველ და ფაქტობრივ დემოგრაფიულ მაჩვენებლებს შორის.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს ბანკი, EFSE-სთან პარტნიორობით, მეწარმე ქალებისთვის გამართავს ვორკშოპს - „გაყიდვები გაზრდილი კონკურენციის პირობებში“. შეხვედრა 17 ივლისს, 17:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება. ვორკშოპს ნანა აბურჯანიძე გაუძღვება. ვორქშოპზე მონაწილეები განიხილავენ, რა გამოწვევების წინაშე დგანან მეწარმეები ლოკალურ და გლობალურ ბაზრებზე, როგორ შეიცვალა B2C და B2B მომხმარებლების ქცევა და რა როლი აქვს სწორ კომუნიკაციას გაყიდვების პროცესში.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რეგიონულმა მედია საშუალებამ, „ჩემი ხარაგაული“, განაცხადა, რომ მისი ჟურნალისტი ადგილობრივი საკრებულოს სხდომის ფოტოდან ამოჭრეს. მედიის საშუალების ინფორმაციით, ხარაგაულის საკრებულომ 6 ივლისის სხდომის ფოტოები ატვირთა და ერთ-ერთიდან ჟურნალისტი ნინო კაპანაძე ამოჭრა. ინციდენტს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მხრიდან კრიტიკა მოყვა.
11 ივლისი, 2026
სპორტი
დადგინდა ჩელენჯ კაპის გათამაშებაში ქართული ფრანჩაიზის „შავი ლომის“ მატჩების განრიგი. გუნდი პირველ შეხვედრას 17 ოქტომბერს, შინ, უელსურ „ოსფრიზთან“ გამართავს. შემდეგ კი, ჯგუფური ეტაპის დარჩენილ მატჩებს საფრანგეთში და შინ ჩაატარებს.
11 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს ნაკრების შემტევი ზურიკო დავითაშვილით იტალიური "ატალანტა" დაინტერესდა. წყაროს ცნობით, ბერგამოული კლუბი ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს და "სენტ ეტიენს" 8-ნიშნა თანხას სთავაზობს. ეს შეთავაზება ზრდის ტრანსფერის ალბათობას, რადგან ფრანგული კლუბი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.
11 ივლისი, 2026