სპორტი
საქართველოს ნაკრების შემტევი ზურიკო დავითაშვილით იტალიური "ატალანტა" დაინტერესდა. წყაროს ცნობით, ინტერესი სერიოზულია და ბერგამოული კლუბი ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. "სენტ ეტიენს" 8-ნიშნა შეთავაზება აქვს, რაც ტრანსფერის ალბათობას ზრდის.
11 ივლისი, 2026
სპორტი
„ნაპოლის“ 29 წლის ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს. ტრანსფერის განხორციელებით „რეალის“ მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა დაინტერესებული, რომელიც მაკტომინეის „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობის პერიოდიდან იცნობს და ძალიან აფასებს.
11 ივლისი, 2026
სპორტი
ამერიკელი ტელეწამყვანი ანა კასპარიანი მიიჩნევს, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინა ორი სხვადასხვა სახელმწიფოა. მან TYT-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში აშშ-მ ორი ქვეყანა - ბოსნია და ჰერცეგოვინა ერთად დაამარცხა.
11 ივლისი, 2026
სამართალი
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად ირაკლი დგებუაძე დაინიშნა. ის ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო.
11 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ, ბათუმში გამართულ ევროპის დღის ღონისძიებაზე განაცხადა, რომ საქართველო აღარ მიეკუთვნება იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე აქტიურად მიიწევენ წინ. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს მდგომარეობა დროებითია და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის გზაზე წინსვლა დემოკრატიულ განვითარებაზეა დამოკიდებული.
11 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს ოთხმა კლუბმა ევროთასებზე ასპარეზობა დაიწყო. მიმდინარე ევროსეზონი უმნიშვნელოვანესია, რადგან გუნდებს ევროპულ ასპარეზზე დაკარგული ერთი ადგილი უნდა დავიბრუნოთ. იმედი გვაქვს, რომ ოცწლიანი პაუზის შემდეგ, რომელიმე ქართული კლუბი მაინც შეძლებს ევროპის ლიგის ან კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას. პირველი მატჩების შედეგები იმედისმომცემია, თუმცა ჯერ ნაადრევია დასკვნების გამოტანა.
11 ივლისი, 2026
სპორტი
დადგინდა ჩელენჯ კაპის გათამაშებაში ქართული ფრანჩაიზის „შავი ლომის“ მატჩების განრიგი. გუნდი პირველ შეხვედრას 17 ოქტომბერს, შინ, უელსურ „ოსფრიზთან“ გამართავს. შემდეგ კი, საფრანგეთში იმოგზაურებს, სადაც „ტულონსა“ და „ვანს“ დაუპირისპირდება.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
სამგორის რაიონში, ორხევის დასახლებაში, თენგიზ ჩანტლაძის ჩიხის N2ა-ს მიმდებარედ, 2 600 კვ.მ ფართობზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია მოსასვენებელი და ბავშვთა-გასართობი სივრცეების მოწყობა, ასევე პავილიონი. ამ ეტაპზე მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, რასაც გამწვანების სამუშაოები მოჰყვება.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
ოკუპირებულ აფხაზეთში 7 ივლისს დრონების საფრთხის გამო განგაში ორჯერ გამოცხადდა. რუსული მედია იტყობინება, რომ განგაში პირველად ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გამოცხადდა და ორი საათის შემდეგ მოიხსნა, მოგვიანებით კი ისევ გამოცხადდა. მოსახლეობას მოუწოდეს, დატოვონ ღია ადგილები და არ სცადონ დრონების დამოუკიდებლად ჩამოგდება.
11 ივლისი, 2026
სამართალი
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგი ბრალდებულის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. მისივე განმარტებით, ჩატარებულმა ღონისძიებებმა სახელმწიფო გადატრიალების დანაშაული აღკვეთა, რაზეც კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი.
11 ივლისი, 2026