← მთავარი
სპორტი

საზონოვი საფრანგეთის ტოპლიგას უახლოვდება! | Lelo.Ge

11 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
საზონოვი საფრანგეთის ტოპლიგას უახლოვდება! | Lelo.Ge

საბა საზონოვი ახლოს არის საფრანგეთში გადასვლასთან, - ამ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუიჯი ლონგარი ავრცელებს. მისი შეფასებით, ფრანგულ “ლე ავრში” ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ დიდია.

როგორც მოგეხსენებათ, საზონოვმა ცოტა ხნის წინ დატოვა იტალიური “ტორინო”. მას ჰქონდა რამდენიმე შეთავაზება, მათ შორის რუსეთიდანაც, მაგრამ კარიერის გაგრძელება ევროპაში სურდა და დიდი ალბათობით, საწადელსაც მიაღწია.

“ლე ავრი” ფრანგული ფეხბურთის გრანდი არ არის (თავის დროზე იქ გია გურულს უთამაშია), ლიგა 1-ის გასული სეზონი მე-14 ადგილზე დაასრულა, მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, ტოპლიგაა, საზონოვს კი, ხანგრძლივი უქმობის შემდეგ, ჰაერივით სჭირდება სათამაშო პრაქტიკა!

← მთავარი