სპორტი
ჩინებული ამბავი: საზონოვმა და კვარაცხელიამ შეიძლება ისევ ერთ ჩემპიონატში ითამაშონ
24 წლის ცენტრალურმა მცველმა საბა საზონოვმა, რომელმაც ახლახან „ტორინო“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, შეიძლება კარიერა საფრანგეთში გააგრძელოს, - იტყობინება TuttoMercatoWeb-ი.
გამოცემის ცნობით, „ჰავრიდან“ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი წავიდა, მათი შემცვლელების დამატებას ცდილობენ, საზონოვით დაინტერესდნენენ, ამჟამად მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ისინი შეთანხმებასთან ახლოს არიან.
“ჰავრმა” გასული სეზონი მე-14 ადგილზე დაასრულა და ლიგა 1-ში ადგილი შეინარჩუნა.
ერთი სიტყვით, დიდია ალბათობა იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ და საბა საზონოვმა კვლავ ერთ ლიგაში იასპარეზონ.