განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სპორტი

თემურ ქეცბაია: "თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ პირველი მატჩი იყო და მთავარია, გასვლით შეხვედრაში გავიმარჯვეთ"... | Lelo.Ge

თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ, კონფერენსლიგაზე ლუქსემბურგულ "მონდორფთან" სტუმრად მოგებული მატჩის შემდეგ ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის ხარისხით უკმაყოფილო დარჩა, ხაზი გაუსვა პირველი, სტუმრად მოგებული შეხვედრის მნიშვნელობას.

11 ივლისი, 2026
სპორტი

მოურინიომ "ნაპოლის" ნახევარმცველის დამატება მოისურვა

„ნაპოლის“ 29 წლის ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს. ტრანსფერის განხორციელებით „რეალის“ მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა დაინტერესებული, რომელიც მაკტომინეის „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობის პერიოდიდან იცნობს და ძალიან აფასებს.

11 ივლისი, 2026
სპორტი

მბაპეს რეკორდები - საფრანგეთს და "რეალის" ფორვარდს ვერ აჩერებენ

კილიან მბაპემ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მაროკოსთან მატჩში რეკორდი დაამყარა. მან მიმდინარე მუნდიალზე 8 გოლი და 3 ასისტი დააგროვა, რითაც 10+ შედეგიანი ქმედება ჩაიწერა. მბაპე გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც ეს მაჩვენებელი ზედიზედ ორ მსოფლიო ჩემპიონატზე შეასრულა.

11 ივლისი, 2026
სპორტი

შეთანხმებასთან ახლოს - კლოპი გერმანიის ნაკრებს 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გაწვრთნის

გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, იურგენ კლოპი გერმანიის ნაკრების ახალი მწვრთნელი გახდება და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან. გავრცელებული ცნობით, კონტრაქტი 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გაფორმდება და კლოპი წელიწადში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

11 ივლისი, 2026
სპორტი

ჩანს თუ არა იმედის სხივი გვირაბის ბოლოს? | Lelo.Ge

საქართველოს ოთხმა კლუბმა ევროთასებზე ასპარეზობა დაიწყო. მიმდინარე ევროსეზონი უმნიშვნელოვანესია, რადგან აუცილებელია ევროპულ ასპარეზზე დაკარგული ერთი ადგილი დავიბრუნოთ. იმედი გვაქვს, რომ ოცწლიანი პაუზის შემდეგ, რომელიმე ქართული კლუბი მაინც შეძლებს ევროპალიგის ან კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას. პირველი მატჩების შედეგები იმედს გვაძლევს, თუმცა გასაუმჯობესებელიც ბევრია.

11 ივლისი, 2026
პოლიტიკა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჰააგის დეკლარაცია და რეზოლუციები მიიღო

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ჰააგის დეკლარაცია და რეზოლუციები, რომლებიც გამოხატავენ შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო. რეზოლუციები საქართველოს მოუწოდებენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ და კანონმდებლობის გადახედვისკენ. საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და სხდომათა დარბაზი დატოვა.

11 ივლისი, 2026
სამართალი

აზერბაიჯანელი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილს საქართველოში ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ „დამამძიმებელ გარემოებაში“ აზერბაიჯანელი ქალის, ფატიმა კარიმოვას განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ბრალდებულს, ემინ ალიევს, ბრალი 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული თურქეთში დააკავეს.

11 ივლისი, 2026
საზოგადოება

11 ივლისის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

11 ივლისის ასტროლოგიური ფონი აქტიური მოქმედებების, შემოქმედებითი აღმავლობისა და ახალი ინიციატივების მხარდაჭერით ხასიათდება. დღევანდელი პლანეტარული განლაგება გვეხმარება, უფრო თამამად გამოვხატოთ საკუთარი ინდივიდუალურობა, ვიპოვოთ არასტანდარტული გზები მიზნების მისაღწევად და გავაფართოოთ გავლენის სფეროები. კოსმოსური ვიბრაციები გვიბიძგებენ ოპტიმიზმისკენ, თუმცა გვირჩევენ, არ დავკარგოთ რეალობის გრძნობა გადაწყვეტილებების მიღებისას.

11 ივლისი, 2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების ვორკშოპი გაიმართება

საქართველოს ბანკი, EFSE-სთან პარტნიორობით, მეწარმე ქალებისთვის გამართავს ვორკშოპს - „გაყიდვები გაზრდილი კონკურენციის პირობებში“. შეხვედრა 17 ივლისს, 17:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება. ვორკშოპს ნანა აბურჯანიძე გაუძღვება. მონაწილეები განიხილავენ ბაზრებზე არსებულ გამოწვევებს, მომხმარებელთა ქცევის ცვლილებებს და კომუნიკაციის როლს გაყიდვებში.

11 ივლისი, 2026
საზოგადოება

რეგიონული მედია საშუალება აცხადებს, რომ მისი ჟურნალისტი ხარაგაულის საკრებულოს სხდომის ფოტოდან ამოჭრეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რეგიონულმა მედია საშუალებამ, „ჩემი ხარაგაული“, განაცხადა, რომ მისი ჟურნალისტი ადგილობრივი საკრებულოს სხდომის ფოტოდან ამოჭრეს. მედიის საშუალების ინფორმაციით, ხარაგაულის საკრებულომ 6 ივლისის სხდომის ფოტოები ატვირთა და ერთ-ერთიდან ჟურნალისტი ნინო კაპანაძე ამოჭრა მიუხედავად იმისა, რომ ის მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას იჯდა.

11 ივლისი, 2026