საზოგადოება
„ოცნების პროპაგანდისტი“ ლალი მოროშკინა ქვეყანაში „მტრებისა და აგენტურის“ წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარების ინიციატივით გამოდის. გადაცემაში „დროული დიალოგი ეკა სეხნიაშვილთან ერთად“ სტუმრობისას მან განაცხადა, რომ სულ უფრო მეტად იზიარებს იოსებ სტალინის მეთოდებს და 37 წლის რეპრესიების ანალოგიით მოქმედებაში „საქილიკოს“ ვერაფერს ხედავს. მოროშკინამ ოპოზიციის უდიდესი ნაწილი საქართველოს საზიანოდ მოქმედებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საჭიროა ბევრად უფრო ხისტი ნაბიჯების გადადგმა.
11 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს ოთხმა კლუბმა ევროთასებზე ასპარეზობა დაიწყო. მიმდინარე ევროსეზონი უმნიშვნელოვანესია, რადგან გუნდებს ევროასპარეზზე დაკარგული ერთი ადგილი უნდა დავიბრუნოთ. იმედი გვაქვს, რომ ოცწლიანი პაუზის შემდეგ, რომელიმე ქართული კლუბი მაინც შეძლებს ევროპალიგის ან კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას. პირველი მატჩების შედეგები იმედისმომცემია, თუმცა ჯერ მხოლოდ პირველი ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართა.
11 ივლისი, 2026
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ „დამამძიმებელ გარემოებაში“ აზერბაიჯანელი ქალის, ფატიმა კარიმოვას განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ბრალდებულს, ემინ ალიევს, ბრალი 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული თურქეთში დააკავეს.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს ბანკი, EFSE-სთან პარტნიორობით, მეწარმე ქალებისთვის გამართავს ვორკშოპს - „გაყიდვები გაზრდილი კონკურენციის პირობებში“. შეხვედრა 17 ივლისს, 17:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება. ვორკშოპს ნანა აბურჯანიძე, ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია "სოლუშენერის" დამფუძნებელი და დირექტორი გაუძღვება. ვორქშოპზე მონაწილეები განიხილავენ, რა გამოწვევების წინაშე დგანან მეწარმეები ლოკალურ და გლობალურ ბაზრებზე, როგორ შეიცვალა B2C და B2B მომხმარებლების ქცევა და რა როლი აქვს სწორ კომუნიკაციას გაყიდვების პროცესში.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რეგიონულმა მედია საშუალებამ, „ჩემი ხარაგაული“, განაცხადა, რომ მისი ჟურნალისტი ადგილობრივი საკრებულოს სხდომის ფოტოდან ამოჭრეს. მედიის საშუალების ინფორმაციით, ხარაგაულის საკრებულომ 6 ივლისის სხდომის ფოტოები ატვირთა და ერთ-ერთიდან ჟურნალისტი ნინო კაპანაძე ამოჭრა მიუხედავად იმისა, რომ ის მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას იჯდა. ინციდენტს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მხრიდან კრიტიკა მოყვა.
11 ივლისი, 2026
სპორტი
დადგინდა ჩელენჯ კაპის გათამაშებაში ქართული ფრანჩაიზის „შავი ლომის“ მატჩების განრიგი. გუნდი პირველ შეხვედრას 17 ოქტომბერს, შინ, უელსურ „ოსფრიზთან“ გამართავს. შემდეგ კი, ჯგუფური ეტაპის დარჩენილ მატჩებს საფრანგეთში და შინ ჩაატარებს.
11 ივლისი, 2026
სპორტი
კილიან მბაპემ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მაროკოსთან მატჩში გოლი და ასისტი მიითვალა, რითაც რეკორდი დაამყარა. მან ზედიზედ ორ მუნდიალზე 10-ზე მეტი შედეგიანი ქმედება დააფიქსირა, რაც ისტორიაში პირველად მოხდა. მბაპემ ასევე გაიმეორა უგო ლორისის რეკორდი ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით.
11 ივლისი, 2026
სპორტი
ავტორიტეტული გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, იურგენ კლოპი გერმანიის ნაკრების ახალი მწვრთნელი გახდება და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან. გავრცელებული ცნობით, კონტრაქტი 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გაფორმდება და კლოპი წელიწადში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
11 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს ნაკრების შემტევი ზურიკო დავითაშვილით იტალიური "ატალანტა" დაინტერესდა. წყაროს ცნობით, ბერგამოული კლუბი ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს და "სენტ ეტიენს" 8-ნიშნა თანხას სთავაზობს. ეს ფაქტორი ზრდის ტრანსფერის ალბათობას, თუმცა დავითაშვილის მიმართ სხვა კლუბების ინტერესიც არსებობს.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ ომარ შეშელიძისა და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩებზე, მინდელის ხიდსა და მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოაწყო. ეს ცვლილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებელ გადაადგილებასა და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას ემსახურება.
11 ივლისი, 2026