სპორტი
კილიან მბაპემ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მაროკოსთან მატჩში გოლი და ასისტი მიითვალა, რითაც რეკორდი დაამყარა. მან ზედიზედ ორ მუნდიალზე 10-ზე მეტი შედეგიანი ქმედება დააფიქსირა, რაც ისტორიაში პირველად მოხდა. მბაპემ ასევე გაიმეორა უგო ლორისის რეკორდი ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
„ოცნების პროპაგანდისტი“ ლალი მოროშკინა ქვეყანაში „მტრებისა და აგენტურის“ წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარების ინიციატივით გამოდის. გადაცემაში „დროული დიალოგი ეკა სეხნიაშვილთან ერთად“ სტუმრობისას მან განაცხადა, რომ სულ უფრო მეტად იზიარებს იოსებ სტალინის მეთოდებს და 37 წლის რეპრესიების ანალოგიით მოქმედებაში „საქილიკოს“ ვერაფერს ხედავს.
11 ივლისი, 2026
სამართალი
22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ. ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ბიუროში ჩატარდება. ბრალდებულების ადვოკატის განცხადებით, გამოძიების ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა, თუმცა ამ დრომდე ახალი, არსებითი მტკიცებულება არ მოპოვებულა.
11 ივლისი, 2026
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ „დამამძიმებელ გარემოებაში“ აზერბაიჯანელი ქალის, ფატიმა კარიმოვას განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ბრალდებულს, ემინ ალიევს, ბრალი 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული თურქეთში დააკავეს.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ ომარ შეშელიძისა და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩებზე, მინდელის ხიდსა და მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოაწყო. ეს ცვლილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებელ გადაადგილებასა და საგზაო უსაფრთხოების დაცვას ემსახურება. კერძოდ, გაუმჯობესდა დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ გადაადგილება, რადგან ავტობუსების მოლოდინის დრო საგრძნობლად შემცირდა.
11 ივლისი, 2026
სპორტი
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ლაციოს" 25 წლის ესპანელი მცველი მარიო ხილა კარიერას "მილანში" განაგრძობს. ის "როსონერში" სამედიცინო შემოწმებას რამდენიმე დღეში გაივლის, გარიგების საფასური კი 30 მილიონი ევრო იქნება. ხილას "მილანისთვის" წარმთევა და "ნაპოლიში" წაყვანა "როსონერის" ყოფილ დამრიგებელ მასიმილიანო ალეგრის დიდად ეწადა, თუმცა მას კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, რის გამოც დიდად განაწყენებული დარჩენილა.
11 ივლისი, 2026
სპორტი
„ნაპოლის“ 29 წლის ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს. ტრანსფერის განხორციელებით „რეალის“ მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა დაინტერესებული, რომელიც მაკტომინეის „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობის პერიოდიდან იცნობს და ძალიან აფასებს.
11 ივლისი, 2026
სპორტი
გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, იურგენ კლოპი გერმანიის ნაკრების ახალი მწვრთნელი გახდება და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან. გავრცელებული ცნობით, კონტრაქტი 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გაფორმდება და კლოპი წელიწადში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
11 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს ნაკრების შემტევი ზურიკო დავითაშვილით იტალიური "ატალანტა" დაინტერესდა. წყაროს ცნობით, ბერგამოული კლუბი ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს და "სენტ ეტიენს" 8-ნიშნა თანხას სთავაზობს. ეს შეთავაზება მნიშვნელოვნად ზრდის ტრანსფერის ალბათობას.
11 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს ოთხმა კლუბმა ევროთასებზე ასპარეზობა დაიწყო. მიმდინარე ევროსეზონი უმნიშვნელოვანესია, რადგან აუცილებელია ევროასპარეზზე დაკარგული ერთი ადგილი დავიბრუნოთ. იმედი გვაქვს, რომ ოცწლიანი პაუზის შემდეგ, რომელიმე ქართული კლუბი მაინც შეძლებს ევროპალიგის ან კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას. პირველი მატჩების შედეგები იმედს გვაძლევს, თუმცა გასაუმჯობესებელი ბევრია.
11 ივლისი, 2026