სპორტი
„ნაპოლის“ 29 წლის ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს. ტრანსფერის განხორციელებით „რეალის“ მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა დაინტერესებული, რომელიც მაკტომინეის „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობის პერიოდიდან იცნობს და ძალიან აფასებს. შოტლანდიელი „ნაპოლიმ“ 2004 წელს „მანჩესტერ იუნაიტედისგან“ 30 მილიონ ევროდ შეიძინა, ახლა კი Transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 40 მილიონია.
11 ივლისი, 2026
სპორტი
გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, იურგენ კლოპი გერმანიის ნაკრების ახალი მწვრთნელი გახდება და შეთანხმებასთან ახლოსაა. მხარეები კონტრაქტს 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გააფორმებენ, რისთვისაც კლოპი წელიწადში 7 მილიონ ევროს მიიღებს.
11 ივლისი, 2026
სპორტი
ამერიკელი ტელეწამყვანი ანა კასპარიანი მიიჩნევს, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინა ორი სხვადასხვა სახელმწიფოა. მან TYT-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში აშშ-მ ორი ქვეყანა - ბოსნია და ჰერცეგოვინა ერთად დაამარცხა.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რეგიონულმა მედია საშუალებამ, „ჩემი ხარაგაული“, განაცხადა, რომ მისი ჟურნალისტი ადგილობრივი საკრებულოს სხდომის ფოტოდან ამოჭრეს. მედიის საშუალების ინფორმაციით, ხარაგაულის საკრებულომ 6 ივლისის სხდომის ფოტოები ატვირთა და ერთ-ერთიდან ჟურნალისტი ნინო კაპანაძე ამოჭრა მიუხედავად იმისა, რომ ის მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას იჯდა. ინციდენტს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მხრიდან კრიტიკა მოყვა.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ ომარ შეშელიძისა და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩებზე, მინდელის ხიდსა და მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოაწყო. ეს ცვლილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილებასა და საგზაო უსაფრთხოების დაცვას ემსახურება. სააგენტოს ცნობით, ამ მონაკვეთებზე მოძრაობის სქემის განახლებასთან ერთად საგზაო ნაკადების მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
11 ივლისის ასტროლოგიური ფონი აქტიური მოქმედებების, შემოქმედებითი აღმავლობისა და ახალი ინიციატივების მხარდაჭერით ხასიათდება. დღევანდელი პლანეტარული განლაგება გვეხმარება, უფრო თამამად გამოვხატოთ საკუთარი ინდივიდუალურობა, ვიპოვოთ არასტანდარტული გზები მიზნების მისაღწევად და გავაფართოოთ გავლენის სფეროები. კოსმოსური ვიბრაციები გვიბიძგებენ ოპტიმიზმისკენ, თუმცა გვირჩევენ, არ დავკარგოთ რეალობის გრძნობა გადაწყვეტილებების მიღებისას.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს ბანკი, EFSE-სთან პარტნიორობით, მეწარმე ქალებისთვის გამართავს ვორკშოპს - „გაყიდვები გაზრდილი კონკურენციის პირობებში“. შეხვედრა 17 ივლისს, 17:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება. ვორკშოპს ნანა აბურჯანიძე გაუძღვება.
11 ივლისი, 2026
სპორტი
დადგინდა ჩელენჯ კაპის გათამაშებაში ქართული ფრანჩაიზის „შავი ლომის“ მატჩების განრიგი. გუნდი პირველ შეხვედრას 17 ოქტომბერს, შინ, უელსურ „ოსფრიზთან“ გამართავს. მომდევნო ორი მატჩი სტუმრად გაიმართება საფრანგეთში, სადაც „შავი ლომი“ „ტულონსა“ და „ვანს“ დაუპირისპირდება.
11 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ჰააგის დეკლარაცია და თანმხლები რეზოლუციები, რომლებიც გამოხატავენ შეშფოთებას საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო. დეკლარაცია მოუწოდებს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და კანონმდებლობის გადახედვას. საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და სხდომათა დარბაზი დატოვა.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
ოკუპირებულ აფხაზეთში 7 ივლისს დრონების საფრთხის გამო განგაში ორჯერ გამოცხადდა. რუსული მედია იტყობინება, რომ განგაში პირველად ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გამოცხადდა და ორი საათის შემდეგ მოიხსნა, მოგვიანებით კი ისევ გამოცხადდა. მაცხოვრებლებს მოუწოდეს, დატოვონ ღია ადგილები და მოერიდონ დრონებს.
11 ივლისი, 2026