სპორტი
გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, იურგენ კლოპი გერმანიის ნაკრების ახალი მწვრთნელი გახდება და შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან. მხარეები გარიგების ბოლო დეტალებს უახლოეს დღეებში შეათანხმებენ.
11 ივლისი, 2026
სპორტი
ამერიკელი ტელეწამყვანი ანა კასპარიანი მიიჩნევს, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინა ორი სხვადასხვა სახელმწიფოა. მან TYT-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში აშშ-მ ორი ქვეყანა - ბოსნია და ჰერცეგოვინა ერთად დაამარცხა.
11 ივლისი, 2026
სამართალი
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად ირაკლი დგებუაძე დაინიშნა. ის ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს ბანკი, EFSE-სთან პარტნიორობით, მეწარმე ქალებისთვის ატარებს ვორკშოპს „გაყიდვები გაზრდილი კონკურენციის პირობებში“. შეხვედრა 17 ივლისს, 17:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება და მას ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია "სოლუშენერის" დამფუძნებელი და დირექტორი, ნანა აბურჯანიძე გაუძღვება. ვორქშოპზე განიხილება ბაზარზე არსებული გამოწვევები, მომხმარებლის ქცევის ცვლილებები და კომუნიკაციის როლი გაყიდვებში.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რეგიონულმა მედია საშუალებამ, „ჩემი ხარაგაული“, განაცხადა, რომ მისი ჟურნალისტი ადგილობრივი საკრებულოს სხდომის ფოტოდან ამოჭრეს. მედიის საშუალების ინფორმაციით, ხარაგაულის საკრებულომ 6 ივლისის სხდომის ფოტოები ატვირთა და ერთ-ერთიდან ჟურნალისტი ნინო კაპანაძე ამოჭრა მიუხედავად იმისა, რომ ის მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას იჯდა.
11 ივლისი, 2026
სპორტი
ცნობილი გახდა ჩელენჯ კაპის გათამაშებაში ქართული ფრანჩაიზის „შავი ლომის“ მატჩების განრიგი. გუნდი პირველ შეხვედრას 17 ოქტომბერს, შინ, უელსურ „ოსფრიზთან“ გამართავს. შემდეგ კი, ჯგუფური ეტაპის დარჩენილ მატჩებს საფრანგეთში და შინ ჩაატარებს.
11 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ჰააგის დეკლარაცია და რეზოლუციები, რომლებიც გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო. დეკლარაცია მოუწოდებს საქართველოს გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და გააუქმოს შემზღუდავი კანონმდებლობა. საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და სხდომათა დარბაზი დატოვა.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
ოკუპირებულ აფხაზეთში 7 ივლისს დრონების საფრთხის გამო განგაში ორჯერ გამოცხადდა. რუსული მედია იტყობინება, რომ განგაში პირველად ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გამოცხადდა და ორი საათის შემდეგ მოიხსნა, მოგვიანებით კი ისევ გამოცხადდა. მაცხოვრებლებს მოუწოდეს, დატოვონ ღია ადგილები და მოერიდონ დრონებს.
11 ივლისი, 2026
სპორტი
მაროკოსთან მატჩში კილიან მბაპეს დაშავებამ საფრანგეთში შეშფოთება გამოიწვია. ის გუნდის მთავარი მოთამაშეა და მის გარეშე გუნდის შანსები საგრძნობლად შემცირდება. თავად ფეხბურთელმა მცირე ტრავმა ახსენა, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია ნაკრების შტაბიდანაა საჭირო.
11 ივლისი, 2026
სპორტი
კილიან მბაპემ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მაროკოსთან მატჩში გოლი და ასისტი მიითვალა, რითაც რეკორდების ახალი სერია შექმნა. მან ზედიზედ ორ მუნდიალზე 10-ზე მეტი შედეგიანი ქმედება დააფიქსირა, რაც ისტორიაში პირველად მოხდა. მბაპემ ასევე გაიმეორა უგო ლორისის რეკორდი ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით.
11 ივლისი, 2026