სამართალი
თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგი ბრალდებულის დაკავების ფაქტს. მისი თქმით, ჩატარებულმა ღონისძიებებმა სახელმწიფო გადატრიალების დანაშაული აღკვეთა და ამისთვის კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი. კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ გარე ძალების დავალებაა მოქმედი ხელისუფლების გადაყენება და ქვეყნის ინტერესების სათავისოდ გამოყენება.
11 ივლისი, 2026
სპორტი
ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ გერმანიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (W100) მეოთხედფინალში არგენტინელ ხულია რიერას სძლია. ამ გამარჯვებით გორგოძემ 3 ივლისს შტუტგარტში ამავე მეტოქესთან წაგებისთვის რევანში აიღო. ნახევარფინალში გორგოძე სერბ ჩოგბურთელ ტეოდორა კოსტოვიჩს დაუპირისპირდება.
11 ივლისი, 2026
სპორტი
„ნაპოლის“ 29 წლის ნახევარმცველმა სკოტ მაკტომინეიმ შეიძლება კარიერა ესპანეთში გააგრძელოს. ტრანსფერის განხორციელებით „რეალის“ მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა დაინტერესებული, რომელიც მაკტომინეის „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობის პერიოდიდან იცნობს და ძალიან აფასებს.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოს ნაკრების დამარცხების შემდეგ, ამსტერდამში, ჰააგასა და როტერდამში არეულობა მოეწყო. ნიდერლანდების პარლამენტის დეპუტატმა გერტ ვილდერსმა ამ ფაქტს მკვეთრი განცხადებით უპასუხა. მან მოითხოვა მაროკოელი ემიგრანტების ევროპიდან გაძევება.
11 ივლისი, 2026
სპორტი
ამერიკელი ტელეწამყვანი ანა კასპარიანი მიიჩნევს, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინა ორი სხვადასხვა სახელმწიფოა. მან TYT-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში აშშ-მ ორი ქვეყანა - ბოსნია და ჰერცეგოვინა ერთად დაამარცხა.
11 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს ოთხმა კლუბმა ევროთასებზე ასპარეზობა დაიწყო. მიმდინარე ევროსეზონი უმნიშვნელოვანესია, რადგან აუცილებელია ევროპულ ასპარეზზე დაკარგული ერთი ადგილი დავიბრუნოთ. იმედი გვაქვს, რომ ოცწლიანი პაუზის შემდეგ, რომელიმე ქართული კლუბი მაინც შეძლებს ევროპის ლიგის ან კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას. პირველი მატჩების შედეგები იმედს გვაძლევს, თუმცა გასაუმჯობესებელი ბევრი რამეც არის.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რეგიონულმა მედია საშუალებამ, „ჩემი ხარაგაული“, განაცხადა, რომ მისი ჟურნალისტი ადგილობრივი საკრებულოს სხდომის ფოტოდან ამოჭრეს. მედიის საშუალების ინფორმაციით, ხარაგაულის საკრებულომ 6 ივლისის სხდომის ფოტოები ატვირთა და ერთ-ერთიდან ჟურნალისტი ნინო კაპანაძე ამოჭრა მიუხედავად იმისა, რომ ის მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას იჯდა.
11 ივლისი, 2026
სპორტი
დადგინდა ჩელენჯ კაპის გათამაშებაში ქართული ფრანჩაიზის „შავი ლომის“ მატჩების განრიგი. გუნდი პირველ შეხვედრას 17 ოქტომბერს, შინ, უელსურ „ოსფრიზთან“ გამართავს. შემდეგ კი, ჯგუფური ეტაპის დარჩენილ მატჩებს საფრანგეთში და შინ ჩაატარებს.
11 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ჰააგის დეკლარაცია და რეზოლუციები, რომლებიც გამოხატავენ შეშფოთებას საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო. რეზოლუციები საქართველოს მოუწოდებენ გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და გააუქმოს შემზღუდავი კანონმდებლობა. საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და სხდომათა დარბაზი დატოვა.
11 ივლისი, 2026
სპორტი
„დილას“ მთავარმა მწვრთნელმა, დიამანტას ვავალისმა, კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში „ვირტუსთან“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელებს მეტი შეუძლიათ, შედეგი უფრო მნიშვნელოვანია. მწვრთნელმა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
11 ივლისი, 2026