სპორტი
საქართველოს ოთხმა კლუბმა ევროთასებზე ასპარეზობა დაიწყო. მიმდინარე ევროსეზონი უმნიშვნელოვანესია, რადგან აუცილებელია ევროპულ ასპარეზზე დაკარგული ერთი ადგილი დავიბრუნოთ. იმედი გვაქვს, რომ ოცწლიანი პაუზის შემდეგ, რომელიმე ქართული კლუბი მაინც შეძლებს ევროპალიგის ან კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას. პირველი მატჩების შედეგები იმედს გვაძლევს, თუმცა გასაუმჯობესებელიც ბევრია.
11 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ჰააგის დეკლარაცია და რეზოლუციები, რომლებიც გამოხატავენ შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო. რეზოლუციები საქართველოს მოუწოდებენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ და კანონმდებლობის გადახედვისკენ. საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და სხდომათა დარბაზი დატოვა.
11 ივლისი, 2026
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ „დამამძიმებელ გარემოებაში“ აზერბაიჯანელი ქალის, ფატიმა კარიმოვას განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ბრალდებულს, ემინ ალიევს, ბრალი 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული თურქეთში დააკავეს.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
11 ივლისის ასტროლოგიური ფონი აქტიური მოქმედებების, შემოქმედებითი აღმავლობისა და ახალი ინიციატივების მხარდაჭერით ხასიათდება. დღევანდელი პლანეტარული განლაგება გვეხმარება, უფრო თამამად გამოვხატოთ საკუთარი ინდივიდუალურობა, ვიპოვოთ არასტანდარტული გზები მიზნების მისაღწევად და გავაფართოოთ გავლენის სფეროები. კოსმოსური ვიბრაციები გვიბიძგებენ ოპტიმიზმისკენ, თუმცა გვირჩევენ, არ დავკარგოთ რეალობის გრძნობა გადაწყვეტილებების მიღებისას.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს ბანკი, EFSE-სთან პარტნიორობით, მეწარმე ქალებისთვის გამართავს ვორკშოპს - „გაყიდვები გაზრდილი კონკურენციის პირობებში“. შეხვედრა 17 ივლისს, 17:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება. ვორკშოპს ნანა აბურჯანიძე გაუძღვება. მონაწილეები განიხილავენ ბაზრებზე არსებულ გამოწვევებს, მომხმარებელთა ქცევის ცვლილებებს და კომუნიკაციის როლს გაყიდვებში.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რეგიონულმა მედია საშუალებამ, „ჩემი ხარაგაული“, განაცხადა, რომ მისი ჟურნალისტი ადგილობრივი საკრებულოს სხდომის ფოტოდან ამოჭრეს. მედიის საშუალების ინფორმაციით, ხარაგაულის საკრებულომ 6 ივლისის სხდომის ფოტოები ატვირთა და ერთ-ერთიდან ჟურნალისტი ნინო კაპანაძე ამოჭრა მიუხედავად იმისა, რომ ის მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას იჯდა.
11 ივლისი, 2026
სპორტი
ცნობილი გახდა ჩელენჯ კაპის გათამაშებაში ქართული ფრანჩაიზის „შავი ლომის“ მატჩების განრიგი. გუნდი პირველ შეხვედრას 17 ოქტომბერს, შინ, უელსურ „ოსფრიზთან“ გამართავს. შემდეგ კი, ჯგუფური ეტაპის დარჩენილ მატჩებს საფრანგეთში და შინ ჩაატარებს.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
ოკუპირებულ აფხაზეთში 7 ივლისს დრონების საფრთხის გამო განგაში ორჯერ გამოცხადდა. რუსული მედია იტყობინება, რომ განგაში პირველად ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გამოცხადდა და ორი საათის შემდეგ მოიხსნა, მოგვიანებით კი ისევ გამოცხადდა. მაცხოვრებლებს მოუწოდეს, დატოვონ ღია ადგილები და მოერიდონ დრონებს.
11 ივლისი, 2026
სპორტი
კილიან მბაპემ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მაროკოსთან მატჩში რეკორდი დაამყარა. მან მიმდინარე მუნდიალზე 8 გოლი და 3 ასისტი დააგროვა, რითაც 10+ შედეგიანი ქმედება ჩაიწერა. მბაპე გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც ამ ნიშნულს ზედიზედ ორ მსოფლიო ჩემპიონატზე უწია.
11 ივლისი, 2026
სამართალი
ჭიათურელი მაღაროელი გიორგი ნეფარიძე, რომელიც უკვე იხდის საპატიმრო ვადას, დამატებით 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას მიესაჯა. მას ბრალად ედება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამარ მაზანაშვილის შეურაცხყოფა. ნეფარიძე 2025 წლის აპრილში დააკავეს და 2026 წლის იანვარში უკვე 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის.
11 ივლისი, 2026