საზოგადოება
ოკუპირებულ აფხაზეთში 7 ივლისს დრონების საფრთხის გამო განგაში ორჯერ გამოცხადდა. რუსული მედია იტყობინება, რომ განგაში პირველად ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გამოცხადდა და ორი საათის შემდეგ მოიხსნა, მოგვიანებით კი ისევ გამოცხადდა. მაცხოვრებლებს მოუწოდეს, დატოვონ ღია ადგილები და მოერიდონ დრონებს.
11 ივლისი, 2026
სამართალი
თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგი ბრალდებულის დაკავებას. მისი თქმით, ჩატარებულმა ღონისძიებებმა სახელმწიფო გადატრიალების დანაშაული აღკვეთა და ყველამ კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. კალაძემ აღნიშნა, რომ გარე ძალების დავალებაა ხელისუფლების შეცვლა და ქვეყნის ინტერესების სათავისოდ გამოყენება.
11 ივლისი, 2026
სპორტი
ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ გერმანიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (W100) მეოთხედფინალში არგენტინელ ხულია რიერას სძლია. ამ გამარჯვებით გორგოძემ 3 ივლისს შტუტგარტში ამავე მეტოქესთან წაგებისთვის რევანში აიღო. ნახევარფინალში გორგოძე სერბ ჩოგბურთელ ტეოდორა კოსტოვიჩს დაუპირისპირდება.
11 ივლისი, 2026
სპორტი
ცნობილი გახდა ჩელენჯ კაპის გათამაშებაში ქართული ფრანჩაიზის „შავი ლომის“ მატჩების განრიგი. გუნდი პირველ შეხვედრას 17 ოქტომბერს, შინ, უელსურ „ოსფრიზთან“ გამართავს. შემდეგ კი, ჯგუფური ეტაპის დარჩენილ მატჩებს საფრანგეთში და შინ ჩაატარებს.
11 ივლისი, 2026
სპორტი
„ნაპოლის“ 29 წლის ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი შესაძლოა კარიერას ესპანეთში აგრძელებს. ტრანსფერის განხორციელებით „რეალის“ მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა დაინტერესებული, რომელიც მაკტომინეის „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობის პერიოდიდან იცნობს და ძალიან აფასებს.
11 ივლისი, 2026
სპორტი
ამერიკელი ტელეწამყვანი ანა კასპარიანი მიიჩნევს, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინა ორი სხვადასხვა სახელმწიფოა. მან TYT-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში აშშ-მ ორი ქვეყანა - ბოსნია და ჰერცეგოვინა ერთად დაამარცხა.
11 ივლისი, 2026
სამართალი
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად ირაკლი დგებუაძე დაინიშნა. მანამდე ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო. დგებუაძე ასევე მუშაობდა ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად.
11 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს ნაკრების შემტევი ზურიკო დავითაშვილით იტალიური "ატალანტა" დაინტერესდა. წყაროს ცნობით, ბერგამოული კლუბი ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს და "სენტ ეტიენს" 8-ნიშნა თანხას სთავაზობს. ეს ფაქტორი ზრდის ტრანსფერის ალბათობას, თუმცა დავითაშვილის მიმართ სხვა კლუბების ინტერესიც არსებობს.
11 ივლისი, 2026
სპორტი
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კონფერენსლიგაზე ლუქსემბურგულ "მონდორფთან" სტუმრად მოგებული მატჩის შემდეგ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ არის, თუმცა მთავარია, რომ გუნდმა პირველი შეხვედრა სტუმრად მოიგო.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
ოკუპირებულ აფხაზეთში 7 ივლისს დრონების საფრთხის გამო განგაში ორჯერ გამოცხადდა. რუსული მედია იტყობინება, რომ განგაში პირველად ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გამოცხადდა და ორი საათის შემდეგ მოიხსნა, მოგვიანებით კი ისევ გამოცხადდა. მაცხოვრებლებს მოუწოდეს, დატოვონ ღია ადგილები და მოერიდონ დრონებს.
11 ივლისი, 2026