← მთავარი
სპორტი

"საფრანგეთის რატომ უნდა გვეშინოდეს? მათ ბოლო ორი მატჩი მოვუგეთ" - ლამინ იამალი

11 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge

ბელგიის ნაკრებთან (2:1) გამარჯვების შემდეგ, ესპანეთის ნაკრები მუნდიალის ნახევარფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება.

“ფურია როხას” შემტევის, ლამინ იამალის თქმით, მათ მომავალი მეტოქის არ ეშინიათ.

“საფრანგეთის არ გვეშინია. რატომ უნდა გვეშინოდეს? ჩვენ ისინი ბოლო ორ მატჩში დავამარცხეთ. საფრანგეთს ორი არჩევანი აქვს: ან ზედიზედ მესამედ გავიდეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ან ჩვენთან ზედიზედ მესამედ დამარცხდეს”, - ციტირებს იამალის სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში.

საფრანგეთის ნაკრებმა ბოლო ორ მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში ითამაშა, ხოლო ესპანეთი ტურნირის ნახევარფინალში 2010 წლის შემდეგ პირველად გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთმა საფრანგეთი ბოლო ორ მნიშვნელოვან დაპირისპირებაში დაამარცხა - 2025 წლის უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში ანგარიშით 5:4 და ევრო 2024-ის ნახევარფინალში 2:1.

საფრანგეთისა და ესპანეთის დაპირისპირება 14 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

← მთავარი