სპორტი
ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ გერმანიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (W100) მეოთხედფინალში არგენტინელ ხულია რიერას სძლია. ამ გამარჯვებით გორგოძემ 3 ივლისს შტუტგარტში ამავე მეტოქესთან წაგებისთვის რევანში აიღო. ნახევარფინალში გორგოძე სერბ ჩოგბურთელ ტეოდორა კოსტოვიჩს დაუპირისპირდება.
11 ივლისი, 2026
პოლიტიკა
„ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, ოპოზიციის სტრატეგიას სოციალურ ქსელში აანალიზებს. მისი თქმით, სტრატეგია სამი ნაწილისგან შედგება: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია და ალტერნატივა. გვარამია ხაზს უსვამს, რომ ერთიანობის წინააღმდეგ მებრძოლები ამ სამივე მიმართულებას აფერხებენ.
11 ივლისი, 2026
სამართალი
ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე გელა მებონია დააკავეს. მას ბრალად ედება „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა“. დაკავებული ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
11 ივლისი, 2026
სამართალი
ცაგერის საკრებულოს წევრი, „ხალხის ძალის“ ფრაქციის თავმჯდომარე ლაშა ლეთოდიანი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინეს. ადვოკატის განცხადებით, ლეთოდიანი ბრალს არ აღიარებს და დაცვის მხარე 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს.
11 ივლისი, 2026
სპორტი
ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ გერმანიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (W100) მეოთხედფინალში არგენტინელ ხულია რიერას სძლია. ამ გამარჯვებით გორგოძემ 3 ივლისს შტუტგარტში ამავე მეტოქესთან წაგებისთვის რევანში აიღო. ნახევარფინალში გორგოძე სერბ ჩოგბურთელ ტეოდორა კოსტოვიჩს დაუპირისპირდება.
11 ივლისი, 2026
მსოფლიო
დმიტრი მედვედევის „ტელეგრამ“-არხზე ტალახში ჩაწოლილი ღორის ვიდეო გამოქვეყნდა. ვიდეოს თანმხლები წარწერა არ ახლდა და იგი გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში წაიშალა. მედვედევს მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რეგიონულმა მედია საშუალებამ, „ჩემი ხარაგაული“, განაცხადა, რომ მისი ჟურნალისტი ადგილობრივი საკრებულოს სხდომის ფოტოდან ამოჭრეს. მედიის საშუალების ინფორმაციით, ხარაგაულის საკრებულომ 6 ივლისის სხდომის ფოტოები ატვირთა და ერთ-ერთიდან ჟურნალისტი ნინო კაპანაძე ამოჭრა მიუხედავად იმისა, რომ ის მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას იჯდა. ინციდენტს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მხრიდან კრიტიკა მოყვა.
11 ივლისი, 2026
მსოფლიო
დმიტრი მედვედევის „ტელეგრამ“-არხზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელზეც ტალახის გუბეში ჩაწოლილი ღორია აღბეჭდილი. ვიდეოს თანმხლები წარწერა არ ახლდა და იგი გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში წაიშალა. მედვედევს მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.