საზოგადოება
უკრაინული და რუსული მედიასაშუალებები პროდიუსერ და კომპოზიტორ კონსტანტინე მელაძის ირგვლივ ატეხილ ახალ სკანდალზე წერენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან ფარულად საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ცნობილია, რომ მელაძეს უკრაინული პასპორტი ჰქონდა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წელს განაახლა კიდეც. თუმცა, ახლა ამტკიცებენ, რომ მან უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა.
6 ივლისი, 2026
სპორტი
ინგლისის ნაკრების ყოფილმა მეკარემ ჯო ჰარტმა, მუნდიალის მერვედფინალში საფრანგეთისა და პარაგვაის მატჩი შეაფასა. მისი თქმით, პარაგვაის გუნდი სირცხვილი იყო და მსაჯის მუშაობა კატასტროფა. ჰარტმა აღნიშნა, რომ ასეთი თამაში ფეხბურთის დაცინვა იყო.
6 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოჰყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. ახალი „არჩევნების“ ჩატარებამდე, „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი იქნება.
6 ივლისი, 2026
სპორტი
ბათუმის "დინამომ" ბრაზილიელი ფორვარდი, მაურიდეს როკე ჟუნიორი, ან უბრალოდ - მაურიდესი, ოფიციალურად წარადგინა. 32 წლის ფეხბურთელმა აჭარულ კლუბთან 2027 წლის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი, რომელიც კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება. მაურიდესი ბათუმში პოლონური კლუბ "რადომიაკიდან" გადმოვიდა.
6 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში საფრანგეთმა მძიმე ბრძოლაში პარაგვაი 1:0 დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარაგვაელთა მეკარეს, ორლანდო ხილს მბაპესთვის ხელის ჩამორთმევა სურდა, მაგრამ კილიანმა ყურადღება არ მიაქცია. ხილმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მბაპემ ძალიან გააბრაზა.
6 ივლისი, 2026
სპორტი
22 წლის ცენტრალური მცველი ლუკა ლაცაბიძე ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა. ის დონეცკის "შახტარიდან" ერთწლიანი იჯარით შეუერთდა კლუბს. ლაცაბიძეს მანამდე თბილისის "დინამოს", ოდესის "ჩერნომორეცისა" და დანიური "ვეილეს" რიგებში უთამაშია და საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს მონაწილეობა მიღებული.
6 ივლისი, 2026
სპორტი
„ნაპოლის“ ვეტერანი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი ამ ზაფხულს კლუბს არ შეიცვლის. „პარტენოპეის“ ახალი მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი დე ბრუინს გუნდისთვის საკვანძო ფეხბურთელად მიიჩნევს. დე ბრუინს „ნაპოლისთან“ მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს.
6 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი 2026 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს გაიმართა. შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ რუსეთსა და საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმების გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვის აუცილებლობას.
6 ივლისი, 2026
სპორტი
ერთა ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩები გაიმართა, სადაც მსოფლიოს 12 საუკეთესო ნაკრები მონაწილეობს. ევროპისა და სამხრეთ ნახევარსფეროს გუნდებმა თითოეულმა სამი მატჩი მოიგო. საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ, იტალიამ, იაპონიასთან 10:27 წააგო.
6 ივლისი, 2026
სამართალი
ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი ყვება კომპანია „მოდუსში“ მომხდარ ინციდენტზე, როდესაც მუშას მძიმე ტრავმა მიაღო და ხელი დაკარგა. ადვოკატმა, რომელიც უსასყიდლოდ ჩაერთო საქმეში, კომპანიას სასამართლოში უჩივლა და ქონება დაუყადაღა. ამის შემდეგ, მისი თქმით, ადვოკატთა ასოციაციამ მასზე ანგარიშსწორება დაიწყო და ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებით, ლიცენზია სამი წლით შეაჩერებინა.
6 ივლისი, 2026