განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სპორტი

"ტორპედომ" ბულგარელი მცველი დაიმატა

ბულგარელი მცველი მატეო სტამატოვი კარიერას ქუთაისის „ტორპედოში“ გააგრძელებს. 27 წლის ფეხბურთელი, რომელიც ძირითადად მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობს, ესპანეთის, ბულგარეთისა და რუსეთის ჩემპიონატებში ასპარეზობდა. სტამატოვი საქართველოს უკვე ესტუმრა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბთან 2+1 სისტემით გააფორმა კონტრაქტი.

6 ივლისი, 2026
სამართალი

ბაჩო ახალაიას „ივანიშვილის დამხობის“ შესახებ განცხადებისთვის 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ბაჩო ახალაიას, 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო „ხელისუფლების დამხობის მოწოდების თაობაზე“ გაკეთებული განცხადების გამო. ახალაიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს.

6 ივლისი, 2026
სპორტი

"მისაბაძი მაგალითია ყველასთვის"... რას წერენ ქართველი ემოგრანტები საქველმოქმედო აქციაში გიორგი მიქაუტაძის მონაწილეობაზე...

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე მადრიდში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა და საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა. აქციის ფარგლებში შეძენილი მაისურებისა და პოსტერების გაყიდვიდან მიღებული თანხა სრულად მოხმარდება საქართველოში მცხოვრებ გაჭირვებულ ადამიანებს. ემიგრანტებმა ფეხბურთელს მადლობა გადაუხადეს ამ ლამაზი დღისთვის.

6 ივლისი, 2026
საზოგადოება

"მანქანა გამიჩერდა. ავზი ნულზეა" - ვოლოგდის გუბერნატორი

ვოლოგდის ოლქის გუბერნატორმა, გეორგი ფილიმონოვმა, განაცხადა, რომ სამსახურებრივი ავტომობილი გზაზე საწვავის ამოწურვის გამო გაუჩერდა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც მან მოსახლეობას ბენზინის მარაგის შექმნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

6 ივლისი, 2026
საზოგადოება

კახეთში საფრთხის დონე მაღალია - დღეიდან 9 ივლისამდე აღმ. საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ივლისის დღის ბოლოდან 9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება. კახეთის რეგიონში მოსალოდნელია ძალიან ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, რამაც შესაძლოა წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

6 ივლისი, 2026
საზოგადოება

წვიმამ თბილისში პრობლემები შექმნა - ქალაქის ნაწილი დაიტბორა

ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში პრობლემები შექმნა. სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, რომ დიდი დიღომი და აღმაშენებლის ხეივანი დაიტბორა. აღმაშენებლის ხეივანზე წაქცეულმა ხემ გზა ჩაკეტა, ხოლო დიდი დიღომში საზოგადოებრივ ტრანსპორტში წყალი შევიდა.

6 ივლისი, 2026
სამართალი

პატიმრობა სასამართლოზე წარმოთქმული 10 სიტყვისთვის - ბაჩო ახალაიას განცხადება დამხობისკენ მოწოდებად ჩაუთვალეს

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დააკავეს 2025 წლის 25 დეკემბერს „4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის საქმეზე“. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილითაა აღძრული. ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ აქციის მთავარ ორგანიზატორობასა და ხელმძღვანელობას უყენებენ ბრალად. ამ საქმის განხილვა გრძელდება და პროკურატურის მოთხოვნით ეს პროცესი დახურულია. სწორედ სხდომის დახურვას აპროტესტებდა ბაჩო ახალაია 2026 წლის 16 თებერვლის სასამართლოზე, რა დროსაც მან თქვა: "მე ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს".

6 ივლისი, 2026
სამართალი

პატიმრობა სასამართლოზე წარმოთქმული 10 სიტყვისთვის - ბაჩო ახალაიას განცხადება დამხობისკენ მოწოდებად ჩაუთვალეს

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დააკავეს 2025 წლის 25 დეკემბერს „4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის საქმეზე“. ბრალად ედება 4 ოქტომბრის აქციის მთავარი ორგანიზატორობა და ხელმძღვანელობა. 2026 წლის 16 თებერვალს, სასამართლო სხდომაზე, რომელიც დახურული იყო, ახალაიამ განაცხადა: „მე ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს“. ამ განცხადებიდან თვე-ნახევარში სუსმა დაიწყო გამოძიება და ახალი ბრალი წაუყენა კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საჯარო მოწოდების მუხლით.

6 ივლისი, 2026
პოლიტიკა

ყაველაშვილი ჟენევაში ხელოვნური ინტელექტის შესახებ დიალოგზე სიტყვით გამოვიდა და გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში გაეროს ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ გლობალურ დიალოგს დაესწრო და გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შეხვდა. ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა ხელოვნური ინტელექტის პოტენციურ რისკებს და საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობას.

6 ივლისი, 2026
სამართალი

20 წლის ფატიმა კერიმოვა ბიძაშვილმა, სავარაუდოდ, ღირსების აღდგენის მომტივით მოკლა

20 წლის ფატიმა კერიმოვა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მისი დის, ზულეიხა კერიმოვას თქმით, მკვლელობა მისმა ბიძაშვილმა ჩაიდინა, რომელიც რამდენიმე დღეში თურქეთში დააკავეს. გოგონას და აცხადებს, რომ ბიძაშვილი მასზე ფიზიკურად ძალადობდა და სავარაუდოდ, ღირსების აღდგენის მოტივით მოკლა.

6 ივლისი, 2026