საზოგადოება
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩის 42-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სხვადასხვა ხარისხის დამწვრობით თბილისში გადაიყვანეს. სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის დაგროვება სახელდება.
7 ივლისი, 2026
სპორტი
გიორგი ჩაკვეტაძე იტალიურ "უდინეზეში" ოფიციალურად გადავიდა. ქართველმა ფეხბურთელმა კლუბთან 2030 წლამდე გააფორმა კონტრაქტი, ვადის გახანგრძლივების პერსპექტივით. "უდინეზემ" ჩაკვეტაძე "უოტფორდიდან" შეიძინა და მისი ტრანსფერი სერია ა-ს კლუბის პირველ საზაფხულო შენაძენად გამოაცხადა.
7 ივლისი, 2026
პოლიტიკა
უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია, რა დროსაც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. ეს შეთანხმება საქართველოსთვის ცენტრალური აზიის მეორე ქვეყანასთან დადებული მსგავსი ტიპის ხელშეკრულებაა, რაც ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
7 ივლისი, 2026
სპორტი
ბულგარელი მცველი მატეო სტამატოვი კარიერას ქუთაისურ "ტორპედოში" გააგრძელებს. 27 წლის ფეხბურთელი ესპანეთის, ბულგარეთისა და რუსეთის ჩემპიონატებში თამაშობდა და საქართველოს ჩემპიონატში 2+1 სისტემით გააფორმა კონტრაქტი. სტამატოვი ბულგარეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა და 2022 წელს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს.
7 ივლისი, 2026
საზოგადოება
მობილური ოპერატორი „სელფი“ აგრძელებს ქსელის გაფართოებას. ივნისის თვეში კომპანიამ 27 ახალი საბაზო სადგური დაამატა, რაც მომხმარებლებისთვის კავშირის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. დამატებული სადგურები განთავსებულია როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.
7 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს ბანკმა მობილბანკში უცხოურ ბანკში თანხის გადარიცხვის პროცესი სრულად განაახლა, რაც საერთაშორისო გადარიცხვებს უფრო სწრაფს, მარტივსა და მოქნილს ხდის. განახლებული სისტემა მომხმარებლის მიერ შეყვანილ ინფორმაციას ავტომატურად ამოწმებს და საჭიროების შემთხვევაში მყისიერად აფრთხილებს დამატებითი მონაცემების ან დოკუმენტების ატვირთვის საჭიროების შესახებ.
7 ივლისი, 2026
სპორტი
ლიონელ მესი, რომელიც ამჟამად მაიამის „ინტერისა“ და არგენტინის ნაკრების წევრია, შესაძლოა, „ოქროს ბურთის“ 2026 წლის ერთ-ერთი ნომინანტი გახდეს. მისმა ბრწყინვალე ასპარეზობამ 2026 წლის მუნდიალზე, სადაც უკვე 7 გოლი აქვს გატანილი, The Athletic-ის მიერ შედგენილ რეიტინგში პირველი ადგილი დაიმსახურა. ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ევროპის გარეთ თამაშის მიუხედავად, „ოქროს ბურთის“ მოგება შესაძლებელია, რადგან ზოგიერთი ლიგის მზარდი ძალა სიტუაციას ცვლის.
7 ივლისი, 2026
სპორტი
პარაგვაელმა სენატორმა სელესტა ამარილიამ, მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში თავისი ქვეყნის ნაკრების საფრანგეთთან დამარცხების შემდეგ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და მეტოქე გუნდის ლიდერს, კილიან მბაპეს დასცინა. მან მბაპე კოლონიზებულ კამერუნელად მოიხსენია და მისი გარეგნობა და ქცევა გააკრიტიკა.
7 ივლისი, 2026
სპორტი
გიორგი ქოჩორაშვილის გადაბირებით ბერძნული ფეხბურთის გრანდები - "პანათინაიკოსი" და პაოკ-ი არიან დაინტერესებულები. ქართველი ნახევარმცველი, სავარაუდოდ, მალე დატოვებს ლისაბონის "სპორტინგს", სადაც სათამაშო დროს არ აძლევდნენ. ბერძნული კლუბები მზად არიან, ფეხბურთელი იჯარით აიყვანონ, გამოსყიდვის უფლებით, თუმცა ესპანეთში დაბრუნების შანსი ქოჩორაშვილისთვის პრიორიტეტულია.
7 ივლისი, 2026
სპორტი
იურგენ კლოპმა გააკრიტიკა ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. კლოპის თქმით, ამ ორ ადამიანს, რომლებიც ფეხბურთის აზრზე არ არიან, არავითარი შეხება არ უნდა ჰქონდეთ გადაწყვეტილებებთან, რომლებიც ფეხბურთს ეხება. მან კონკრეტულად მოიხსენია ფოლარინ ბალოგუნისთვის წითელი ბარათის გაუქმების საკითხი, რომელიც, მისი აზრით, არასწორი იყო.
7 ივლისი, 2026