პოლიტიკა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოჰყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. ახალი „არჩევნების“ ჩატარებამდე, „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი იქნება.
7 ივლისი, 2026
საზოგადოება
„ბლექ სი პეტროლიუმი“, რომელსაც მაკა ასათიანი ფლობს და ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მართავს, აცხადებს, რომ აგვისტო-სექტემბრიდან დაიწყებს სრულად არა-რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. ეს ნაბიჯი კომპანიის პროდუქციას მაღალმარჟინალური ბაზრების კარს გაუღებს. კომპანია ასევე აფართოებს პარტნიორობას Honeywell-თან და იწყებს საგზაო ბიტუმის წარმოებას, ხოლო 2027 წლისთვის საავიაციო საწვავის წარმოების შესაძლებლობა ექნება.
7 ივლისი, 2026
სპორტი
ეროვნული ლიგის საშემოდგომო ეტაპისთვის ბათუმის "დინამო" თურქეთში, კერძოდ ერზრუმში ემზადება. გუნდი 17 ივლისამდე შეკრებაზე იქნება და ამ პერიოდში თურქეთის სუპერლიგის კლუბებთან სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს. შეკრების დასრულების შემდეგ გუნდი სეზონის განახლებისთვის მზადებას ბათუმში დაასრულებს.
7 ივლისი, 2026
საზოგადოება
7 ივლისის ასტროლოგიური ფონი ხელს უწყობს ემოციური წონასწორობის პოვნას და შინაგანი ხმის მოსმენას. დღევანდელი პლანეტარული განლაგება გვიბიძგებს, რომ მეტი ყურადღება მივაქციოთ დეტალებს, ვენდოთ საკუთარ ინტუიციას და ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მშვიდ გარემოში მივიღოთ. კოსმოსური ვიბრაციები გვირჩევენ, შევანელოთ დღის ტემპი, რათა ზედაპირულმა აურზაურმა მთავარი ორიენტირი არ დაგვაკარგვინოს.
7 ივლისი, 2026
სპორტი
ბულგარელი მცველი მატეო სტამატოვი კარიერას ქუთაისურ "ტორპედოში" გააგრძელებს. 27 წლის ფეხბურთელი ესპანეთის, ბულგარეთისა და რუსეთის ჩემპიონატებში თამაშობდა და საქართველოს ჩემპიონატში 2+1 სისტემით გააფორმა კონტრაქტი. სტამატოვი ბულგარეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა და 2022 წელს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს.
7 ივლისი, 2026
საზოგადოება
დედოფლისწყაროში სქროლით გადაადგილებისას მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა, როდესაც ორი მოზარდი სქროლით გადაადგილდებოდა და გზაჯვარედინზე მათ ავტომობილი დაეჯახა. ერთ-ერთი მოზარდი მძიმედ დაშავდა და მიუხედავად გადაუდებელი ოპერაციისა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
7 ივლისი, 2026
სპორტი
ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ნეიმარმა მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში, პენალტის შესრულების წინ, ნორვეგიელთა მეკარეს ერიან ნიულანს დასცინა. ნეიმარმა თერთმეტმეტრიანი გაიტანა, თუმცა ბრაზილია დამარცხდა და ტურნირიდან გამოვარდა, რის შემდეგაც ნეიმარი ატირებული იყო.
7 ივლისი, 2026
სპორტი
36 წლის ფორვარდი ლევან კუტალია კარიერას ზუგდიდის "ოდიშში" გააგრძელებს. ეს გუნდისთვის სერიოზული გაძლიერებაა, რომელიც ეროვნულ ლიგა 2-ში მე-7 ადგილზეა, თუმცა სერიოზული გეგმები აქვს. კუტალიას სხვადასხვა დროს უთამაშია არაერთ ქართულ და უცხოურ კლუბში.
7 ივლისი, 2026
სპორტი
იურგენ კლოპმა გააკრიტიკა ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. კლოპის თქმით, ფეხბურთის მმართველებმა, რომლებიც ამ სპორტის აზრზე არ არიან, არ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც თამაშის წესებს ეხება.
7 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე მადრიდში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა და საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა. აქციიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება საქართველოში მცხოვრებ გაჭირვებულ ადამიანებს. ემიგრანტებმა ფეხბურთელსა და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს.
7 ივლისი, 2026