← მთავარი
სპორტი

[ოფიციალურად] ლევან კუტალია "ოდიშის" ფეხბურთელია | Lelo.Ge

6 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[ოფიციალურად] ლევან კუტალია

36 წლის ფორვარდი, ლევან კუტალია, კარიერას ზუგდიდის “ოდიშში” გააგრძელებს. ეს სერიოზული გაძლიერებაა კახა კაჭარავას გაწვრთნილი გუნდისთვის, რომელიც ეროვნულ ლიგა 2-ში ამჟამად მე-7 ადგილზეა, თუმცა გეგმები სერიოზული აქვს.

კუტალიას სხვადასხვა დროს უთამაშია ზუგდიდის “ბაიაში”, ბოსნიურ “სლავიასა” და “ზრინსკიში”, “ზუგდიდში”, “ზესტაფონში”, “შუქურაში”, მარტვილის “მერანში”, “ოდიშში”, “შუქურაში”, ყაზახურ “ირტიშში”, ისრაელის “ნეს ციონასა” და “ჰაპოელ აკრეში”, სომხურ “ალაშკერტში”, ბათუმის “დინამოში”, “სამგურალში”, “რუსთავსა” და “სამტრედიაში”.

← მთავარი