"სამგურალი" სერიოზულად ძლიერდება - ბიძინაშვილი და გაფრინდაშვილი წყალტუბოში! | Lelo.Ge
“სამგურალი” ძლიერდება. “ლელოს” მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, დიდი შანსია, წყალტუბოურ კლუბში ორი ახალი ფეხბურთელი ვიხილოთ. ორივე მათგანს კარგად იცნობს ქართველი გულშემატკივარი…
29 წლის მარჯვენა “ვინგერი”, თორნიკე გაფრინდაშვილი სხვადასხვა დროს “გაგრაში”, ბათუმის “დინამოში”, ასევე პოლონურ “ზაგლებიესა” და “არკაში” ასპარეზობდა. აქვს პოლონური ექსტრაკლასას გამოცდილებაც.
“სამგურალის” მეორე პოტენციური ახალწვეულიც 29 წლისაა - ნახევარმცველი ირაკლი ბიძინაშვილი. მისი საფეხბურთო კარიერა “საბურთალოში” (დღევანდელი “იბერია 1999”) დაიწყო. ითამაშა სომხურ “ნოაში”, ლატვიურ “იელგავაში”, “დილაში”, ბათუმის “დინამოში”, ყაზახურ “ჟენისსა” და ქუთაისის “ტორპედოში”, ბოლოს კი “იბერიაში” იყო.
აქვე შეგახსენებთ, რომ “სამგურალი” ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვეს გიორგი გოგოლაშვილმა, ლევან პაპავამ და ადბულ აქაბიამ.
დევი ლანდია