სპორტი
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი "ტორპედოში" გადავიდა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და „შახტარის“ ფეხბურთელი ლუკა ლაცაბიძე ერთი სეზონი „ტორპედოში“ ითამაშებს.
22 წლის ცენტრალური მცველი ლუკა ლაცაბიძე „ტორპედოს“ ფეხბურთელია. ლაცაბიძე ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მცველად მიიჩნევა. კარიერის განმავლობაში იგი თბილისის „დინამოს“, დონეცკის „შახტარის“, ოდესის „ჩერნომორეცისა“ და დანიის სუპერლიგის კლუბ „ვეილეში“ თამაშობდა.
ლუკა საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების უცვლელი წევრი იყო და ამჟამად საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. გამოძახებული იყო ქვეყნის ეროვნულ ნაკრებშიც. ლაცაბიძე „ტორპედოს“ დონეცკის “შახტარიდან” 1-წლიანი იჯარით შეუერთდა.