← მთავარი
სპორტი

"მისაბაძი მაგალითია ყველასთვის"... რას წერენ ქართველი ემოგრანტები საქველმოქმედო აქციაში გიორგი მიქაუტაძის მონაწილეობაზე...

6 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე მადრიდში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა და მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო აქციაში, რომელიც დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით გაიმართა.

გიორგიმ ემიგრანტებს ავტოგრაფები დაუტოვა აქციის დროს შეძენილ მაისურებსა და პოსტერებზე, რომელთა გაყიდვიდან მიღებული შემოსული თანხა სრულად მოხმარდება საქართველოში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს.

ემიგრანტებმა მიქაუტაძეს მადლობა გადაუხადეს ამ ლამაზი დღისთვის, ისევე, როგორც არქიმანდრიტ პიროს (გოცირიძეს) და ესპანეთში საქართველოს საელჩოს, რომელმაც უზრუნველყო მაისურების საქართველოდან ტრანსპორტირება.

გიორგიმ ქართულ ემიგრანტებთან მსგავსი შეხვედრა პირველად პარიზში გამართა, სამომავლოდ კი ბარსელონაშიც აპირებს ჩასვლას.

“ეს მართლაც მისაბაძი მაგალითია ყველასთვის. როგორ შეიძლება საკუთარი ცნობადობა, საყვარელი ფეხბურთელობა და შესაძლებლობები ადამიანების დასახმარებლად გამოიყენო”, - წერენ ემიგრანტები.

← მთავარი