სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან 0:1 დამარცხების შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი რობერტო მარტინესი გადადგა. მან განაცხადა, რომ პორტუგალიაში მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად ჩამოვიდა და გამარჯვების გარეშე მუშაობის გაგრძელებას აზრი არ აქვს.
7 ივლისი, 2026
სპორტი
36 წლის ფორვარდი ლევან კუტალია კარიერას ზუგდიდის "ოდიშში" გააგრძელებს. ეს გუნდისთვის სერიოზული გაძლიერებაა, რომელიც ეროვნულ ლიგა 2-ში მე-7 ადგილზეა, თუმცა სერიოზული გეგმები აქვს. კუტალიას სხვადასხვა დროს უთამაშია არაერთ ქართულ და უცხოურ კლუბში.
7 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე მადრიდში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა და მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო აქციაში. აქციაზე შეგროვილი თანხა სრულად მოხმარდება საქართველოში მცხოვრებ გაჭირვებულ ადამიანებს. ემიგრანტებმა მადლობა გადაუხადეს ფეხბურთელს ამ ლამაზი დღისთვის.
7 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. ვადამდელი არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. ახალი „არჩევნების“ ჩატარებამდე, „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი იქნება.
7 ივლისი, 2026
საზოგადოება
კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი“, რომელიც ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მართავს, აცხადებს, რომ აგვისტო-სექტემბრიდან დაიწყებს სრულად არა-რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. ეს ნაბიჯი კომპანიის პროდუქციას მაღალმარჟინალური ბაზრების კარს გაუხსნის. კომპანია ასევე აფართოებს პარტნიორობას Honeywell-თან და გეგმავს საგზაო ბიტუმისა და 2027 წლისთვის საავიაციო საწვავის წარმოებას.
7 ივლისი, 2026
მსოფლიო
სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, დამასკოში, იმ სასტუმროსთან ახლოს, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უნდა მისულიყო, 2 ბომბი აფეთქდა. საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, მაკრონს აფეთქების ხმაც არ გაუგია და ამ ფაქტს მის შეხვედრებზე გავლენა არ მოუხდენია. აფეთქების შემდეგ, 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 პოლიციელია.
7 ივლისი, 2026
საზოგადოება
მობილური ოპერატორი „სელფი“ აგრძელებს ქსელის განვითარებას და ივნისში დამატებით 27 ახალი სადგური გახსნა. მათ შორის 13 მაკრო სადგური განთავსდა რეგიონებში, ხოლო 14 მიკრო სადგური თბილისში.
7 ივლისი, 2026
სპორტი
წყალტუბოს საფეხბურთო კლუბი „სამგურალი“ ორი ახალწვეულით ძლიერდება. 29 წლის მარჯვენა მცველი თორნიკე გაფრინდაშვილი, რომელიც სხვადასხვა დროს პოლონურ კლუბებშიც თამაშობდა, და 29 წლის ნახევარმცველი ირაკლი ბიძინაშვილი, რომელსაც მრავალფეროვანი კარიერა აქვს, სავარაუდოდ, წყალტუბოურ კლუბს შეუერთდებიან. ამასთან, „სამგურალი“ სამმა ფეხბურთელმა დატოვა.
7 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან მარცხის შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანო რონალდომ, რომელმაც განაცხადა, რომ ეს მუნდიალზე მისი ბოლო მატჩი იყო, თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი. მან მსოფლიოს 6 ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა, საუკეთესო შედეგი კი 2006 წელს მე-4 ადგილი იყო.
7 ივლისი, 2026
სპორტი
36 წლის ფორვარდი ლევან კუტალია კარიერას ზუგდიდის „ოდიშში“ გააგრძელებს. ეს გუნდისთვის სერიოზული გაძლიერებაა, რომელიც ეროვნულ ლიგა 2-ში მე-7 ადგილზეა. კუტალიას სხვადასხვა დროს უთამაშია არაერთ ქართულ და უცხოურ კლუბში.
7 ივლისი, 2026