საზოგადოება
მობილური ოპერატორი „სელფი“ აგრძელებს ქსელის განვითარებას და ივნისში დამატებით 27 ახალი სადგური გახსნა. მათ შორის 13 მაკრო და 14 მიკრო სადგურია, რომლებიც თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განთავსდა. ეს გაფართოება მომხმარებლებს უფრო სწრაფ და სტაბილურ კავშირს უზრუნველყოფს.
7 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს ბანკმა მობილბანკში უცხოურ ბანკში თანხის გადარიცხვის პროცესი განაახლა, რაც საერთაშორისო გადარიცხვებს უფრო სწრაფს, მარტივსა და მოქნილს ხდის. განახლებული სისტემა ხელოვნური ინტელექტის ფუნქციონალით არის აღჭურვილი, რომელიც ავტომატურად განსაზღვრავს საჭირო დოკუმენტებს და მომხმარებელს შეტყობინების სახით აწვდის მათ ჩამონათვალს.
7 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან 0:1 დამარცხების შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა რონალდომ თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი. როგორც ადრე კრიშტიანომ თქვა, ეს მუნდიალზე მისი ბოლო მატჩი იყო. მან მსოფლიოს 6 ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა, საუკეთესო შედეგი კი 2006 წელს მე-4 ადგილი იყო.
7 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და დონეცკის „შახტარის“ 22 წლის ცენტრალური მცველი ლუკა ლაცაბიძე, რომელიც ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მცველად ითვლება, ერთი სეზონით ქუთაისის „ტორპედოს“ შეუერთდა. ლაცაბიძე „ტორპედოს“ დონეცკის „შახტარიდან“ 1-წლიანი იჯარით შეუერთდა.
7 ივლისი, 2026
სპორტი
36 წლის ფორვარდი ლევან კუტალია კარიერას ზუგდიდის „ოდიშში“ გააგრძელებს. ეს გუნდისთვის სერიოზული გაძლიერებაა, რომელიც ეროვნულ ლიგა 2-ში მე-7 ადგილზეა. კუტალიას მრავალ გუნდში აქვს ნათამაშები.
7 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2026 წლის ივნისში წლიური ინფლაცია 5.8% იყო, ხოლო სამომხმარებლო ფასები წინა თვესთან შედარებით 0.1%-ით გაიზარდა. წლიური ინფლაციის ზრდაზე ძირითადად გავლენა მოახდინა ტრანსპორტის, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების, სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების, საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების, ჯანმრთელობის დაცვის ფასების ზრდამ. კავშირგაბმულობის ფასები კი შემცირდა.
7 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. ვადამდელი არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. ახალი „არჩევნების“ ჩატარებამდე, „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი იქნება.
7 ივლისი, 2026
საზოგადოება
„ბლექ სი პეტროლიუმი“, რომელიც ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მართავს, აცხადებს, რომ აგვისტო-სექტემბრიდან დაიწყებს სრულად არა-რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. ეს ნაბიჯი კომპანიის პროდუქციას მაღალმარჟინალური ბაზრების კარს გაუხსნის. კომპანია ასევე აფართოებს პარტნიორობას Honeywell-თან და გეგმავს საგზაო ბიტუმის წარმოებას, ხოლო 2027 წლისთვის საავიაციო საწვავის წარმოებასაც შეძლებს.
7 ივლისი, 2026
საზოგადოება
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩის 42-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სხვადასხვა ხარისხის დამწვრობით თბილისში გადაიყვანეს. სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის დაგროვება სახელდება.
7 ივლისი, 2026
სპორტი
წყალტუბოს საფეხბურთო კლუბი "სამგურალი" ახალი ფეხბურთელებით ძლიერდება. ექსკლუზიური ინფორმაციით, კლუბს შეუერთდებიან 29 წლის მარჯვენა მცველი თორნიკე გაფრინდაშვილი და 29 წლის ნახევარმცველი ირაკლი ბიძინაშვილი. ორივე მათგანს მდიდარი საფეხბურთო კარიერა აქვთ.
7 ივლისი, 2026