პოლიტიკა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოჰყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. გაგლოევი დე ფაქტო „პრეზიდენტის“ თანამდებობას 2022 წლიდან იკავებდა.
7 ივლისი, 2026
საზოგადოება
7 ივლისის ასტროლოგიური ფონი ხელს უწყობს ემოციური წონასწორობის პოვნას და შინაგანი ხმის მოსმენას. დღევანდელი პლანეტარული განლაგება გვიბიძგებს, რომ მეტი ყურადღება მივაქციოთ დეტალებს, ვენდოთ საკუთარ ინტუიციას და ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მშვიდ, აუჩქარებელ გარემოში მივიღოთ. კოსმოსური ვიბრაციები გვირჩევენ, შევანელოთ დღის ტემპი, რათა ზედაპირულმა აურზაურმა მთავარი ორიენტირი არ დაგვაკარგვინოს.
7 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში მასპინძელი აშშ-ს ნაკრები ბელგიასთან 1:4 დამარცხდა. ანგარიში მე-9 წუთზე დე კეტელარემ გახსნა, თუმცა ტილმანმა მალევე გაათანაბრა. მეორე ტაიმში ბელგია უფრო აქტიური იყო და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
7 ივლისი, 2026
საზოგადოება
დედოფლისწყაროში სკუტერით გადაადგილებისას მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი მოზარდი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა, რა დროსაც გზაჯვარედინზე მოზარდებს ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული მოზარდებიდან ერთ-ერთი მძიმედ დაშავდა და მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
7 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს ბანკმა მობილბანკში უცხოურ ბანკში თანხის გადარიცხვის პროცესი სრულად განაახლა, რაც საერთაშორისო გადარიცხვებს უფრო სწრაფს, მარტივსა და მოქნილს ხდის. განახლებული სისტემა მომხმარებლის მიერ შეყვანილ ინფორმაციას ავტომატურად ამოწმებს და საჭიროების შემთხვევაში მყისიერად აფრთხილებს დამატებითი მონაცემების ან დოკუმენტების ატვირთვის საჭიროების შესახებ.
7 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან 0:1 დამარცხების შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა რონალდომ თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი. მან მსოფლიოს 6 ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა, სადაც მისი საუკეთესო შედეგი მე-4 ადგილი 2006 წელს იყო. კრიშტიანომ დაწყებული ევრო 2004-დან ეროვნულ გუნდთან ერთად 15 ტურნირზე მიიღო მონაწილეობა და ერთხელ ევროპირველობა, ორჯერ კი ერთა ლიგა მოიგო.
7 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან 0:1 დამარცხების შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი რობერტო მარტინესი გადადგა. მარტინესმა განაცხადა, რომ პორტუგალიაში მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად ჩამოვიდა და გამარჯვების გარეშე მუშაობის გაგრძელებას აზრი არ აქვს.
7 ივლისი, 2026
სპორტი
პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე რობერტო მარტინესს, სავარაუდოდ, ჟორჟე ჟეზუსი შეცვლის. მარტინესმა თანამდებობა ესპანეთთან მუნდიალზე მარცხის შემდეგ დატოვა. ჟეზუსი კრიშტიანო რონალდოსთან ერთად საუდის არაბეთის ჩემპიონი გახდა.
7 ივლისი, 2026
სპორტი
36 წლის ფორვარდი ლევან კუტალია კარიერას ზუგდიდის "ოდიშში" გააგრძელებს. ეს გუნდისთვის სერიოზული გაძლიერებაა, რომელიც ეროვნულ ლიგა 2-ში მე-7 ადგილზეა. კუტალიას სხვადასხვა დროს უთამაშია არაერთ ქართულ და უცხოურ კლუბში.
7 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე მადრიდში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა და საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა. აქციის ფარგლებში შეგროვებული თანხა სრულად მოხმარდება საქართველოში მცხოვრებ გაჭირვებულ ადამიანებს. ემიგრანტებმა ფეხბურთელს მადლობა გადაუხადეს ამ ლამაზი დღისთვის.
7 ივლისი, 2026