სპორტი
41 წლის რონალდომ თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი - პორტუგალიის ისტორიაში დიდი ეპოქა დასრულდა
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან 0:1 დამარცხების შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა რონალდომ თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი. მას მეტოქე გუნდის 18 წლის შემტევი ლამინ იამალი გადაეხვია. როგორც ადრე კრიშტიანომ თქვა, ეს მუნდიალებზე მისი ბოლო მატჩი იყო.
მან მსოფლიოს 6 ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა - საუკეთესო შედეგი მე-4 ადგილი 2006 წელს.
41 წლის კრიშტიანომ ტურნირის ისტორიაში 27 მატჩში 11 გოლი გაიტანა.
რონალდოს ანგარიშზე 2026 წლის მუნდიალზე 3 გოლია - 2 უზბეკეთთან და 1 პენალტით ხორვატიასთან.
კრიშტიანომ დაწყებული ევრო 2004-დან ეროვნულ გუნდთან ერთად 15 ტურნირზე მიიღო მონაწილეობა - ერთხელ ევროპირველობა, ორჯერ კი ერთა ლიგა მოიგო.