სპორტი
ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიაში მიმდინარე ჩოგბურთის ტურნირზე ვილიუს გაუბასთან დამარცხდა. ქალთა ტურნირზე ეკატერინე გორგოძემ პირველ წრეში გამარჯვება მოიპოვა და მერვედფინალში გავიდა. ზოზია ქარდავა კი პორტუგალიის ტურნირის მთავარ ბადეში იასპარეზებს.
8 ივლისი, 2026
სპორტი
რობერტო მარტინესმა პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა ესპანეთთან მერვედფინალური მატჩის დასრულების შემდეგ. მან მადლობა გადაუხადა ფეხბურთის ფედერაციას და ფეხბურთელებს წარმატებული თანამშრომლობისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, მის ადგილს 71 წლის ჟორჟე ჟეზუში დაიკავებს, რომელიც ბოლოს საუდის არაბეთის „ალ ნასრში“ მუშაობდა.
8 ივლისი, 2026
სპორტი
ბათუმის "დინამომ" 27 წლის ბრაზილიელი გარემარბი, პაულო ვიტორი დაიმატა. ფეხბურთელმა ზღვისპირულ კლუბთან 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდს თურქულ შეკრებაზე შეუერთდა. ვიტორი ცნობილია თავისი სისწრაფითა და დრიბლინგებით, მან კარიერის განმავლობაში 200-ზე მეტი მატჩი ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა.
8 ივლისი, 2026
საზოგადოება
ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში პრობლემები შექმნა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, დიდი დიღომი და აღმაშენებლის ხეივანი დაიტბორა, სადაც ხე წაიქცა და გზა ჩაიკეტა. ასევე, უამინდობამ პრობლემები შექმნა მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველას“ მიმდებარე ტერიტორიაზე და ვარკეთილში.
8 ივლისი, 2026
სპორტი
კრიშტიანო რონალდომ მსოფლიო ჩემპიონატიდან პორტუგალიის ნაკრების გამოთიშვის შემდეგ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება არ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ცხელ გულზე ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს არ იღებს და არ სურს, რომ ყურადღება ტურნირზე ნაკრების თამაშიდან მის პირად გადაწყვეტილებებზე გადავიდეს. რონალდომ ასევე შეაქო ნაკრების მწვრთნელი რობერტო მარტინესი და მადლობა გადაუხადა მას გაწეული სამსახურისთვის.
8 ივლისი, 2026
სპორტი
საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბმა "პარიზმა" ახალი მთავარი მწვრთნელი დანიშნა. გუნდს 41 წლის ინგლისელი სპეციალისტი ლიამ როსენიორი უხელმძღვანელებს, რომელთანაც ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. მან ამ პოსტზე ანტუან კომბუარე შეცვალა.
8 ივლისი, 2026
სპორტი
პაატა ღუდუშაური გამოეხმაურა ანდრეი დემჩენკოს განცხადებას, რომელიც ფეხბურთელის მიერ სპორტული კონკურენციის აუტანლობას შეეხებოდა. ღუდუშაურის თქმით, დემჩენკოს სიტყვები სრული სიცრუე იყო და ამ ეტაპზე მეტს არაფერს დაამატებს, თუმცა დრო ყველაფერს აჩვენებს.
8 ივლისი, 2026
სპორტი
გერმანელი ჟურნალისტის ინფორმაციით, ალექსანდერ ნიუბელი კარიერას "ბეშიქთაშში" განაგრძობს. სტამბოლელები ფეხბურთელის სანაცვლოდ "რეკორდმაისტერს" 6,5 მილიონს გადაუხდიან, რასაც 5 მილიონი ბონუსების სახით დაემატება. ამ ზაფხულს "ბეშიქთაშს" გიორგი მამარდაშვილის სახელიც დაუკავშირეს, რაც როგორც ჩანს, საბოლოოდ გამოირიცხა.
8 ივლისი, 2026
მსოფლიო
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. რუსეთის მიერ 6 ივლისს განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, ათობით ადამიანი კი დაშავდა. ნგრევა და დაზიანებები დაფიქსირდა ქალაქის ოთხ რაიონში, განსაკუთრებით პოდოლსკის რაიონში, სადაც საცხოვრებელი კორპუსები მძიმედ დაზიანდა.
8 ივლისი, 2026
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ივლისის დღის ბოლოდან 9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება. კახეთის რეგიონში მოსალოდნელია ძალიან ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, რის გამოც საფრთხის დონე მაღალი იქნება.
8 ივლისი, 2026