განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
პოლიტიკა

თამარ ბერუჩაშვილი ახლადშექმნილ დიპლომატიის აკადემიას უხელმძღვანელებს

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა ახლადშექმნილი დიპლომატიის აკადემიის რექტორად. აკადემია, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება, განახორციელებს პოლიტიკის მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს. სტუდენტების მიღება 2027 წელს დაიწყება.

8 ივლისი, 2026
პოლიტიკა

უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს ღია წერილით მიმართეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს ღია წერილით მიმართეს. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები, არ აღდგება ქვეყნის ევროპული კურსი და არ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია და ევროინტეგრაცია ქვეყნის საყოველთაო არჩევანია.

8 ივლისი, 2026
სპორტი

"პარიზს", სადაც ახლახან ანდრია კვირიკაძე გადავიდა, სათავეში ლიამ როსენიორი ჩაუდგა

საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბმა "პარიზმა" ახალი მთავარი მწვრთნელი დანიშნა. გუნდს 41 წლის ინგლისელი სპეციალისტი ლიამ როსენიორი უხელმძღვანელებს, რომელთანაც ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. მან ამ პოსტზე ანტუან კომბუარე შეცვალა.

8 ივლისი, 2026
სპორტი

პარაგვაიში მბაპეს შეურაცხყოფა დაგმეს და ბოდიში მოიხადეს

პარაგვაიში სენატორ სელესტა ამარილიას მიერ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის, კილიან მბაპეს შეურაცხყოფა დაგმეს. ქვეყნის მთავრობამ განაცხადა, რომ ამარილიას ნათქვამი ეწინააღმდეგება მშვიდობიანი თანაარსებობის და ადამიანთა ღირსების პატივისცემას, რის გამოც კანონმდებელი პირადად აგებს პასუხს.

8 ივლისი, 2026
სპორტი

მსგავსი რამ კვარაცხელიასთან რატომ არ გააკეთეს? - "ნაპოლი" მაკტომინეის თავის საზომით ბრწყინვალე პირობებს სთავაზობს, მაგრამ...

იტალიური მედიის ინფორმაციით, „ნაპოლი“ შოტლანდიელი ნახევარმცველის, სკოტ მაკტომინეის შენარჩუნებას ცდილობს და მას 2030 წლამდე, პლუს 1 სეზონის გახანგლძრივების ოფციით ახალ შრომით ხელშეკრულებას სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ კლუბი მზადაა, ფეხბურთელის წლიური ანაზღაურება 7 მილიონ ევრომდე გაზარდოს, მისი აგენტი უფრო მეტს ითხოვს.

8 ივლისი, 2026
პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. თეირანში ვიზიტის ფარგლებში, ყაველაშვილმა შეხვედრა გამართა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანსთან, სადაც სამძიმარი გამოხატა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერა დაადასტურა.

8 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO] მესის მაგია - არგენტინამ ეგვიპტეს საოცარი მატჩი შემოუტრიალა და მეოთხედფინალში გავიდა

მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში არგენტინამ ეგვიპტე 3:2 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტემ აქტიურად დაიწყო და იბრაჰიმის თავურით დაწინაურდა, არგენტინამ შეძლო ანგარიშის შემოტრიალება. მესიმ პენალტი ვერ გამოიყენა, თუმცა მოგვიანებით გაიტანა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

8 ივლისი, 2026
სპორტი

მარტინესი წავიდა, პორტუგალიას ჟორჟე ჟეზუსი ჩაიბარებს | Lelo.Ge

რობერტო მარტინესმა პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა ესპანეთთან მერვედფინალური მატჩის დასრულების შემდეგ. მან მადლობა გადაუხადა ფეხბურთის ფედერაციას და ფეხბურთელებს წარმატებული თანამშრომლობისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, მის ადგილს 71 წლის ჟორჟე ჟეზუში დაიკავებს, რომელიც ბოლოს საუდის არაბეთის „ალ ნასრში“ მუშაობდა.

8 ივლისი, 2026
სპორტი

[ოფიციალურად] "დრიბლინგებით და სისწრაფით გამორჩეული"... ბათუმის "დინამოს" ბრაზილიელი გარემარბი შეუერთდა | Lelo.Ge

ბათუმის "დინამომ" 27 წლის ბრაზილიელი გარემარბი, პაულო ვიტორი დაიმატა. ფეხბურთელმა ზღვისპირულ კლუბთან 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ვიტორი, რომელიც "ვასკო და გამას" აღზრდილია, მანამდე პორტუგალიურ "პორტიმონენსეში" თამაშობდა.

8 ივლისი, 2026
სამართალი

ბაჩო ახალაიას „ივანიშვილის დამხობის“ შესახებ განცხადებისთვის 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ბაჩო ახალაიას, 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო „ხელისუფლების დამხობის მოწოდების თაობაზე“ გაკეთებული განცხადების გამო. ახალაიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს.

8 ივლისი, 2026