საზოგადოება
8 ივლისის ასტროლოგიური ფონი ხელს უწყობს შინაგანი ძალების მობილიზებას და ნებისყოფის გამოვლენას. დღევანდელი პლანეტარული განლაგება გვიბიძგებს პრაქტიკულობისა და რაციონალიზმისკენ, რაც დაგვეხმარება ილუზიებისგან გათავისუფლებასა და რეალური პერსპექტივების დანახვაში. კოსმოსური ვიბრაციები გვირჩევენ, ემოციები გონების კონტროლს დავუმორჩილოთ და არ ავყვეთ იმპულსურ პროვოკაციებს.
8 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი 56:3 დაამარცხა. ჩვენმა გუნდმა ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს ნაკრები მეცხრე ადგილისთვის ნახევარფინალში იტალიას დაუპირისპირდება.
8 ივლისი, 2026
საზოგადოება
ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში პრობლემები შექმნა. სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, რომ დიდი დიღომი და აღმაშენებლის ხეივანი დაიტბორა. აღმაშენებლის ხეივანზე ხე წაიქცა და გზა ჩაკეტა, ხოლო დიდი დიღომში საზოგადოებრივ ტრანსპორტში წყალი შევიდა.
8 ივლისი, 2026
სპორტი
კრიშტიანო რონალდომ მსოფლიო ჩემპიონატიდან პორტუგალიის ნაკრების გამოვარდნის შემდეგ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება არ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ცხელ გულზე ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს არ იღებს და არ სურს, რომ ტურნირზე ნაკრების თამაშის ნაცვლად მის პირად გადაწყვეტილებებზე გადავიდეს ყურადღება. რონალდომ ასევე შეაქო მწვრთნელი რობერტო მარტინესი და აღნიშნა, რომ პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას ნაკრების მომავალ მწვრთნელთან დაკავშირებით.
8 ივლისი, 2026
სპორტი
ფეხბურთის კლუბ "იბერია 1999-ის" მთავარ მწვრთნელ ანდრეი დემჩენკოსა და ფეხბურთელ პაატა ღუდუშაურს შორის კონფლიქტი მოხდა. მწვრთნელის თქმით, ეს იყო სამუშაო პროცესი, თუმცა ფიზიკური დაპირისპირება უარყო. ღუდუშაური გუნდიდან მოკვეთილია.
8 ივლისი, 2026
სპორტი
პაატა ღუდუშაური გამოეხმაურა ანდრეი დემჩენკოს განცხადებას, რომელიც ფეხბურთელის მიერ სპორტული კონკურენციის ვერგაძლებას ეხებოდა. ღუდუშაურის თქმით, დემჩენკოს სიტყვები სრული სიცრუე იყო და ამ ეტაპზე მეტს არაფერს დაამატებს, თუმცა დრო ყველაფერს აჩვენებს.
8 ივლისი, 2026
სპორტი
გერმანელი ჟურნალისტის ინფორმაციით, ალექსანდერ ნიუბელი კარიერას "ბეშიქთაშში" განაგრძობს. ფეხბურთელი "ბაიერნის" საკუთრება იყო, თუმცა ძირითად გუნდში არ უთამაშია. სტამბოლელები ფეხბურთელის სანაცვლოდ "რეკორდმაისტერს" 6,5 მილიონს გადაუხდიან, რასაც 5 მილიონი ბონუსების სახით დაემატება.
8 ივლისი, 2026
მსოფლიო
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, ათობით ადამიანი კი დაშავდა. ნგრევა და დაზიანებები ქალაქის ოთხ რაიონში დაფიქსირდა, ყველაზე მეტად კი პოდოლსკის რაიონი დაზარალდა.
8 ივლისი, 2026
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ივლისის დღის ბოლოდან 9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება. კახეთის რეგიონში მოსალოდნელია ძალიან ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, რის გამოც საფრთხის დონე მაღალი იქნება.
8 ივლისი, 2026
მსოფლიო
დამასკოში, სასტუმრო Four Seasons-თან, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იმყოფებოდა, ორი აფეთქება მოხდა. ერთი ბომბი სანაგვე კონტეინერში იყო, მეორე კი სიახლოვეს გაჩერებულ ავტომობილში. მაკრონი სასტუმროს დილითვე ტოვებდა და სირიის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებზე მიემგზავრებოდა.
8 ივლისი, 2026