განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
საზოგადოება

საჭიროა პირდაპირ მტრებთან და აგენტურასთან ბრძოლა და დაარქვან ამას თუნდაც „37 წელი“, ამაში საქილიკოს ვერაფერს ვხედავ - ლალი მოროშკინა

„ოცნების პროპაგანდისტი“ ლალი მოროშკინა ქვეყანაში „მტრებისა და აგენტურის“ წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარების ინიციატივით გამოდის. მან განაცხადა, რომ სულ უფრო მეტად იზიარებს იოსებ სტალინის მეთოდებს და 37 წლის რეპრესიების ანალოგიით მოქმედებაში „საქილიკოს“ ვერაფერს ხედავს. მოროშკინამ ოპოზიციის უდიდესი ნაწილი საქართველოს საზიანოდ მოქმედებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საჭიროა ბევრად უფრო ხისტი ნაბიჯების გადადგმა.

9 ივლისი, 2026
სამართალი

აზერბაიჯანელი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილს საქართველოში ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ემინ ალიევს, აზერბაიჯანელი ქალის, ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. გამოძიების თანახმად, მკვლელობა მოხდა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით. ბრალდებული, სავარაუდოდ, თურქეთში დააკავეს.

9 ივლისი, 2026
საზოგადოება

„დღეს თუ ჯაბა ცოცხალია, ეს უფლის წყალობაა და იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც გვერდში გვიდგას“ - ჯაბა მურცხვალაძის მამა, გოგიტა მურცხვალაძე

ჯაბა მურცხვალაძის მამა, გოგიტა მურცხვალაძე, წერილს აქვეყნებს, სადაც შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და სახელმწიფოსგან მიღებულ დახმარებაზე საუბრობს. ის მიმართავს ბიძინა ივანიშვილს და პატრიარქ შიო III-ს, დახმარება სთხოვს.

9 ივლისი, 2026
სამართალი

ბაჩო ახალაიას „ივანიშვილის დამხობის“ შესახებ განცხადებისთვის 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ბაჩო ახალაიას, 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო „ხელისუფლების დამხობის მოწოდების თაობაზე“ გაკეთებული განცხადების გამო. ახალაიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს.

9 ივლისი, 2026
პოლიტიკა

პარტიას ვთავაზობ, შეიქმნას „რეფორმატორთა საბჭო“ , რომლის თავმჯდომარე მე ვიქნები, აღმასრულებელი მდივანი ნანუკა - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, შეიქმნას „რეფორმატორთა საბჭო“, რომლის თავმჯდომარე თავად იქნება, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანი - აღმასრულებელი მდივანი. ეს იქნება საზოგადოებრივი პლატფორმა, რომელიც პარტიის წევრების გარდა, სხვა აქტიურ მოქალაქეებსაც გააერთიანებს. სააკაშვილის თქმით, ეს საბჭო ახალი პარტიის მშენებლობასა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფუნდამენტურ გარდაქმნაზე იმუშავებს, რათა ის თანამედროვე, ახალგაზრდული და სახალხო მოძრაობა გახდეს.

9 ივლისი, 2026
პოლიტიკა

ყაველაშვილი ჟენევაში ხელოვნური ინტელექტის შესახებ დიალოგზე სიტყვით გამოვიდა და გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში გაეროს ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ გლობალურ დიალოგს დაესწრო და სიტყვით გამოვიდა. მან ხაზი გაუსვა ხელოვნური ინტელექტის გავლენას გაეროს მუშაობის სამივე საყრდენზე და გააფრთხილა მისი არასწორი გამოყენების რისკების შესახებ. ყაველაშვილმა საერთაშორისო თანამშრომლობისკენ მოუწოდა და გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.

9 ივლისი, 2026
სპორტი

"არც მალავს, რომ "რეალში" გადასვლა უნდა" - "დორტმუნდის" პრეზიდენტმა ჰოლანზე ისაუბრა

დორტმუნდის "ბორუსიას" პრეზიდენტმა, ჰანს-იოახიმ ვატცკემ, ერლინ ჰოლანის მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ნორვეგიელი ერთ დღეს "რეალში" აუცილებლად ითამაშებს. ვატცკეს თქმით, ჰოლანდი "რეალს" ძალიან უყვარს და ამას არც მალავს, თუმცა ახლა ამის დრო არ არის.

9 ივლისი, 2026
სპორტი

გიმარაეშმა "ნიუკასლს" აცნობა, რომ კარიერის "არსენალში" გაგრძელება სურს

„ნიუკასლის“ კაპიტანმა, ბრუნო გიმარაეშმა კლუბს აცნობა, რომ კარიერის გაგრძელება „არსენალში“ სურს. ამის შემდეგ, „არსენალმა“ ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო და „ნიუკასლს“ 65 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა „კაჭკაჭებმა“ წინადადება დაბლოკეს. „მეთოფეები“ მესამე შეთავაზებას მალე გააკეთებენ და ტრანსფერის დახურვას შეეცდებიან.

9 ივლისი, 2026
სამართალი

აზერბაიჯანელი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილს საქართველოში ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ემინ ალიევს, აზერბაიჯანელი ქალის, ფატიმა კარიმოვას განზრახ მკვლელობისთვის ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობა ჩადენილია ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით. ბრალდებული, სავარაუდოდ, თურქეთში დააკავეს.

9 ივლისი, 2026
სპორტი

რომარიომ ანჩელოტი უხეშად მოიხსენია და შემდეგ ბოდიში მოიხადა

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რომარიომ, თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი მარცხის გამო გააკრიტიკა. მან განაცხადა, რომ ანჩელოტი ბრაზილიას „რეალის“ მსგავსად ვერ ათამაშებს და ნაკრებისგან განსხვავებით კლუბში ფეხბურთელების შესათამაშებლად დრო ჰქონდა. პროგრამის ბოლოს რომარიო მიხვდა, რომ ძალიან უხეშად ისაუბრა და ბოდიში მოიხადა.

9 ივლისი, 2026