პოლიტიკა
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა „საერთაშორისო აღიარების“ მორიგი მცდელობა განახორციელა. ხელი მოეწერა შეთანხმებას „დაძმობილებული კავშირების“ დამყარების შესახებ ოკუპირებულ სოხუმსა და განის რესპუბლიკის სოჰუმის მუნიციპალური ოლქის ქალაქ სოჰუმს შორის. განის დელეგაცია აფხაზეთში საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური, საინვესტიციო და აგრარული პოტენციალის წარსადგენად ჩავიდა.
9 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს 20-წლამდელთა ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ორი მედლით დაასრულა. არმან მკრტიჩიანმა 97 კილოგრამში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო კახაბერ გოგინაშვილმა 60 კილოგრამში ბრინჯაოს მედალი მოიგო. გოგონათა ტურნირში მონაწილეობას სამი ქართველი მოჭიდავე მიიღებს.
9 ივლისი, 2026
სამართალი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ბაჩო ახალაიას, 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო „ხელისუფლების დამხობის მოწოდების თაობაზე“ გაკეთებული განცხადების გამო. ახალაიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს.
9 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ეუთოს მიერ მიღებული რეზოლუცია ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ავტორიტეტს წერტილს უსვამს, რადგან არ არსებობს არჩევნების გაყალბების ფაქტობრივი მტკიცებულებები. ასევე, საუბარია პოლიტპატიმრებზე, მაშინ როცა ცნობილია, რომ მათ პოლიტიკური სტატუსის მიუხედავად, კონკრეტული დანაშაულებები აქვთ ჩადენილი.
9 ივლისი, 2026
საზოგადოება
„ოცნების პროპაგანდისტი“ ლალი მოროშკინა ქვეყანაში „მტრებისა და აგენტურის“ წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარების ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, სულ უფრო მეტად იზიარებს იოსებ სტალინის მეთოდებს და 37 წლის რეპრესიების ანალოგიით მოქმედებაში „საქილიკოს“ ვერაფერს ხედავს. მოროშკინამ ოპოზიციის უდიდესი ნაწილი საქართველოს საზიანოდ მოქმედებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საჭიროა ბევრად უფრო ხისტი ნაბიჯების გადადგმა.
9 ივლისი, 2026
სპორტი
„ნიუკასლის“ კაპიტანმა, ბრუნო გიმარაეშმა კლუბს აცნობა, რომ კარიერის გაგრძელება „არსენალში“ სურს. ამის შემდეგ, „არსენალმა“ ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო და „ნიუკასლს“ 65 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა „კაჭკაჭებმა“ წინადადება დაბლოკეს. „მეთოფეები“ მესამე შეთავაზებას მალე გააკეთებენ და ტრანსფერის დახურვას შეეცდებიან.
9 ივლისი, 2026
საზოგადოება
„ოცნების პროპაგანდისტი“ ლალი მოროშკინა ქვეყანაში „მტრებისა და აგენტურის“ წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარების ინიციატივით გამოდის. მან განაცხადა, რომ სულ უფრო მეტად იზიარებს იოსებ სტალინის მეთოდებს და 37 წლის რეპრესიების ანალოგიით მოქმედებაში „საქილიკოს“ ვერაფერს ხედავს. მოროშკინამ ოპოზიციის უდიდესი ნაწილი საქართველოს საზიანოდ მოქმედებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საჭიროა ბევრად უფრო ხისტი ნაბიჯების გადადგმა.
9 ივლისი, 2026
საზოგადოება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რეგიონულმა მედია საშუალებამ, „ჩემი ხარაგაული“, განაცხადა, რომ მისი ჟურნალისტი ადგილობრივი საკრებულოს სხდომის ფოტოდან ამოჭრეს. მედიის საშუალების ინფორმაციით, ხარაგაულის საკრებულომ 6 ივლისის სხდომის ფოტოები ატვირთა და ერთ-ერთიდან ჟურნალისტი ნინო კაპანაძე ამოჭრა მიუხედავად იმისა, რომ ის მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას იჯდა. ინციდენტს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მხრიდან კრიტიკა მოყვა.
9 ივლისი, 2026
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია. მისი თქმით, ირანის ლიდერები მატყუარები არიან და მათთან მოლაპარაკებების გაგრძელება დროის კარგვაა. ტრამპმა ასევე პირობა დადო, რომ მოახდენს ქვეყნის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლებას.
9 ივლისი, 2026
სპორტი
ესტონური საფეხბურთო კლუბის „ფლორას“ მთავარმა მწვრთნელმა, კონსტანტინ ვასილიევმა, და გუნდის ფეხბურთელებმა მატჩის შემდგომ კომენტარებში აღნიშნეს, რომ გუნდმა თამაშის დასაწყისი ჩააგდო და მეტოქეს ინიციატივა სრულად გადასცა. მიუხედავად იმისა, რომ გასვლის შანსი ჯერ კიდევ არსებობს, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მათ პატარა სასწაული დასჭირდებათ.
9 ივლისი, 2026