← მთავარი
სპორტი

მექვაბიშვილმა ბელარუს ფეხბურთელებს ხელი არ ჩამოართვა! | Lelo.Ge

9 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
მექვაბიშვილმა ბელარუს ფეხბურთელებს ხელი არ ჩამოართვა! | Lelo.Ge

ანზორ მექვაბიშვილის “უნივერსიტატეამ” ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად 4:1 აჯობა ბელარუსის ჩემპიონ “ვიტებსკს” და ფაქტობრივად გაინაღდა შემდგომ ეტაპზე გასვლა. ცნობილი მიზეზის გამო, “ვიტებსკმა” კრაიოველებს უნგრეთში უმასპინძლა.

ძირითადში იყო საქართველოს ნაკრების 25 წლის საყრდენი, ვინც 67 წუთი ითამაშა. თამაშამდე ის ყურადღების ეპიცენტრში მოექცა - ბელარუს მოთამაშეებს ხელი არ ჩამოართვა მის ორ თანაგუნდელთან, უკრაინელ მცველ ოლეკსანდრ რომანჩუკთან და პორტუგალიელ ნახევარმცველ ტელიეშთან ერთად.

“ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ქართველი მექვაბიშვილი, უკრაინელი რომანჩუკი და პორტუგალიელი ტელიეში არ მიესალმნენ ბელარუს ფეხბურთელებს. ამ ჟესტით მათ გამოხატეს პოზიცია აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით. ბოლო წლებში რუსეთისა თუ ბელარუსის წარმომადგენელი სპორტსმენების მიმართ ასეთი ჟესტი არაერთმა სპორტსმენმა გამოიყენა”, - წერს რუმინული “დიჯი სპორტი”.

← მთავარი