განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სამართალი

აზერბაიჯანელი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილს საქართველოში ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ „დამამძიმებელ გარემოებაში“ აზერბაიჯანელი ქალის, ფატიმა კარიმოვას განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ბრალდებულს, ემინ ალიევს, ბრალი 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული თურქეთში დააკავეს.

9 ივლისი, 2026
სპორტი

20 წ. | იტალიასთან ქუთაისში

უმცროსი ბორჯღალოსნები დღეს ნაშუადღევს ქუთაისში გაემგზავრნენ, სადაც 2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასკვნით ორ თამაშს გამართავენ. „აია არენაზე“ ვიტო კოლელიშვილის შეგირდები პირველ თამაშს 13 ივლისს, 18 საათზე იტალიასთან გამართავენ.

9 ივლისი, 2026
პოლიტიკა

პარტიას ვთავაზობ, შეიქმნას „რეფორმატორთა საბჭო“ , რომლის თავმჯდომარე მე ვიქნები, აღმასრულებელი მდივანი ნანუკა - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, შეიქმნას „რეფორმატორთა საბჭო“, რომლის თავმჯდომარე თავად იქნება, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანი - აღმასრულებელი მდივანი. ეს იქნება საზოგადოებრივი პლატფორმა, რომელიც პარტიის წევრების გარდა, ფართოდ გაუხსნის კარს სხვა ადამიანებსაც. სააკაშვილი აცხადებს, რომ პარტია იწყებს ძირეულ და სისტემურ რეფორმებს, რათა ქვეყანაში დიქტატურის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა გაიმართოს.

9 ივლისი, 2026
მსოფლიო

ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია. მისი თქმით, ირანელები მატყუარები არიან და მათთან მოლაპარაკებების გაგრძელება დროის კარგვაა. ტრამპმა ასევე დაჰპირდა ქვეყნის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლებას.

9 ივლისი, 2026
პოლიტიკა

თამარ ბერუჩაშვილი ახლადშექმნილ დიპლომატიის აკადემიას უხელმძღვანელებს

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ახლადშექმნილი დიპლომატიის აკადემიის რექტორად დაინიშნა. აკადემია სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება და განახორციელებს პოლიტიკის მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს. სტუდენტების მიღება 2027 წელს დაიწყება.

9 ივლისი, 2026
სპორტი

"არც მალავს, რომ "რეალში" გადასვლა უნდა" - "დორტმუნდის" პრეზიდენტმა ჰოლანზე ისაუბრა

დორტმუნდის "ბორუსიას" პრეზიდენტმა, ჰანს-იოახიმ ვატცკემ, ერლინ ჰოლანის მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ნორვეგიელი ერთ დღეს "რეალში" აუცილებლად ითამაშებს. ვატცკეს თქმით, ჰოლანდი "რეალს" ძალიან უყვარს და ამას არც მალავს, თუმცა ახლა ამის დრო არ არის.

9 ივლისი, 2026
მსოფლიო

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 811-მდე გაიზარდა

ვენესუელაში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3 811 ადამიანს მიაღწია. ქვეყნის დროებითმა პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა ვენესუელისთვის დაწესებული სანქციების გაუქმებისკენ, რათა ქვეყანამ აღდგენითი სამუშაოების დაფინანსება შეძლოს. მან ასევე ოფიციალური წერილით მიმართა გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზს, რათა ინგლისის ბანკმა ვენესუელის კუთვნილი 31 ტონა ოქრო გაათავისუფლოს.

9 ივლისი, 2026
მსოფლიო

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 811-მდე გაიზარდა

ვენესუელაში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3 811 ადამიანს მიაღწია. ქვეყნის დროებითმა პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა ვენესუელისთვის დაწესებული სანქციების გაუქმებისკენ, რათა ქვეყანამ აღდგენითი სამუშაოების დაფინანსება შეძლოს.

9 ივლისი, 2026
სპორტი

გიმარაეშმა "ნიუკასლს" აცნობა, რომ კარიერის "არსენალში" გაგრძელება სურს

„ნიუკასლის“ კაპიტანმა, ბრუნო გიმარაეშმა კლუბს აცნობა, რომ კარიერის გაგრძელება „არსენალში“ სურს. ამის შემდეგ, „მეთოფეებმა“ ტრანსფერზე მუშაობა დაიწყეს და „ნიუკასლს“ 65 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა „კაჭკაჭებმა“ წინადადება დაბლოკეს. „მეთოფეები“ მესამე შეთავაზებას მალე გააკეთებენ და ტრანსფერის დახურვას შეეცდებიან.

9 ივლისი, 2026
პოლიტიკა

კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი, თავისი გადადგმული ნაბიჯებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა, რომლის თანახმადაც, 26 მაისის „ქარდის“ მომწონებლებს შორის 1500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოვლინდა, უპასუხა, რომ სპეკულაციებზე საუბარს არ აპირებს. მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახელი უახლესი საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება, რადგან მან ქვეყანა „ნაციონალური მოძრაობის რეჟიმისგან“ გაათავისუფლა.

9 ივლისი, 2026