პოლიტიკა
გიორგი ბახუაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი იყო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 6 ივლისს მოაწერა ხელი. ბახუაშვილს მანამდეც ეკავა სხვადასხვა თანამდებობა სამართალდამცავ ორგანოებში.
9 ივლისი, 2026
სპორტი
გერმანიაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ცურვაში, საქართველოს წარმომადგენელი ანა ნიჟარაძე ფინალში გავიდა. მან 100-მეტრიან დისტანციაზე ბატერფლაით საკვალიფიკაციო და ნახევარფინალური ეტაპები წარმატებით დაძლია. ფინალური გაცურვა 9 ივლისს გაიმართება.
9 ივლისი, 2026
საზოგადოება
„ოცნების“ პროპაგანდისტი ლალი მოროშკინა ქვეყანაში „მტრებისა და აგენტურის“ წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარების ინიციატივით გამოდის. გადაცემაში „დროული დიალოგი ეკა სეხნიაშვილთან ერთად“ სტუმრობისას მან განაცხადა, რომ სულ უფრო მეტად იზიარებს იოსებ სტალინის მეთოდებს და 37 წლის რეპრესიების ანალოგიით მოქმედებაში „საქილიკოს“ ვერაფერს ხედავს. მოროშკინამ ოპოზიციის უდიდესი ნაწილი საქართველოს საზიანოდ მოქმედებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საჭიროა ბევრად უფრო ხისტი ნაბიჯების გადადგმა.
9 ივლისი, 2026
სპორტი
ანზორ მექვაბიშვილის "უნივერსიტატეამ" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად 4:1 აჯობა ბელარუსის ჩემპიონ "ვიტებსკს". მატჩამდე მექვაბიშვილმა, უკრაინელ ოლეკსანდრ რომანჩუკთან და პორტუგალიელ ტელიეშთან ერთად, ბელარუს ფეხბურთელებს ხელი არ ჩამოართვა. ამ ჟესტით მათ გამოხატეს პოზიცია აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით.
9 ივლისი, 2026
სპორტი
უნივერსალურმა შემტევმა ველისოლ ოლივეირამ "სამგურალი" დატოვა და კარიერას სხვა ქვეყანაში გააგრძელებს. მიმდინარე სეზონში, ველისოლმა წყალტუბოური კლუბის მაისურით 9 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობდა. ფეხბურთელსა და კლუბს შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, უცხოური კლუბიდან მიწვევის შემთხვევაში, "სამგურალი" მას ხელს არ შეუშლიდა.
9 ივლისი, 2026
პოლიტიკა
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა „საერთაშორისო აღიარების“ მორიგი მცდელობა განახორციელა. ხელი მოეწერა შეთანხმებას „დაძმობილებული კავშირების“ დამყარების შესახებ ოკუპირებულ სოხუმსა და განის რესპუბლიკის სოჰუმის მუნიციპალური ოლქის ქალაქ სოჰუმს შორის. განის დელეგაცია აფხაზეთში საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური, საინვესტიციო და აგრარული პოტენციალის წარსადგენად ჩავიდა.
9 ივლისი, 2026
პოლიტიკა
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა „საერთაშორისო აღიარების“ მორიგი მცდელობა განახორციელა. ხელი მოეწერა შეთანხმებას „დაძმობილებული კავშირების“ დამყარების შესახებ ოკუპირებულ სოხუმსა და განის რესპუბლიკის სოჰუმის მუნიციპალური ოლქის ქალაქ სოჰუმს შორის. განის დელეგაცია აფხაზეთში საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური, საინვესტიციო და აგრარული პოტენციალის წარსადგენად ჩავიდა.
9 ივლისი, 2026
პოლიტიკა
უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია, რა დროსაც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. ეს შეთანხმება საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა, განსაკუთრებით შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.
9 ივლისი, 2026
პოლიტიკა
უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია, რა დროსაც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. ეს შეთანხმება საქართველოსთვის ცენტრალური აზიის მეორე ქვეყანასთან დადებული მსგავსი ტიპის ხელშეკრულებაა, რასაც წინ უძღოდა ყაზახეთთან ანალოგიური შეთანხმების გაფორმება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან, სადაც განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები.
9 ივლისი, 2026
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა ახლადშექმნილი დიპლომატიის აკადემიის რექტორად. აკადემია, რომელიც სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება, განახორციელებს პოლიტიკის მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს. სტუდენტების მიღება 2027 წელს დაიწყება.
9 ივლისი, 2026