← მთავარი
სპორტი

[რაგბი. ერთა თასი] სამოასთან ბორჯღალოსნების საბრძოლო რაზმი ცნობილია | Lelo.Ge

10 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[რაგბი. ერთა თასი] სამოასთან ბორჯღალოსნების საბრძოლო რაზმი ცნობილია | Lelo.Ge

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ერთა თასის გათამაშების მეორე ტურში, ჩილეში, შაბათს, სამოას ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა საბრძოლო რაზმი დაასახელა, სადაც რამდენიმე ცვლილება განახორციელა. სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ახალი მოთამაშეა, ორმა კი პოზიცია შეიცვალა.

გუნდის კაპიტანმა დავით ნინიაშვილმა, რომელმაც ურუგვაისთან შუამარბად ითამაშა, ფულბეკის პოზიციაზე გადაინაცვლა, ხოლო მეორე შუამარბი გიორგი კვესელაძე გარემარბის პოზიციაზე დადგება. მათ ნაცვლად შუამარბები თორნიკე კახოიძე და გიორგი შველიძე იქნებიან. კახოიძე თადარიგიდან დაწინაურდა, შველიძეს კი, მონტევიდეოში არ უთამაშია.

ორი ცვლილებაა შერკინებაშიც. თამაშს იწყებს ინგლისის ვიცე-ჩემპიონი, ბურჯი ბაჩუკი ჭუმბაძე, რომელიც ერთი კვირის წინათ თადარიგში იყო. ასევე თადარიგიდან დაწინაურდა მეორეხაზელი გიორგი ჯავახია.

სამი ახალი სახეა თადარიგში. ურუგვაისთან არ უთამაშიათ და ახლა შეცვლაზე არიან კვაჭი ვახტანგ ჯინჭარაძე, მესამეხაზელი იოანე იაშაღაშვილი და მგეზავი თედო აბჟანდაძე.

შეგახსენებთ, რომ სამოას ნაკრებმა პირველ ტურში ჰონგ კონგი დაამარცხა 66:19.

მატჩი 11 ივლისს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

საქართველო: 15. დავით ნინიაშვილი (კაპ.), 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი შველიძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. გიორგი კვესელაძე, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე;

  1. გიორგი ახალაძე, 2. ნიკოლოზ სუთიძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. გიორგი ჯავახია, 6. ბექა შვანგირაძე, 7. ლუკა ივანიშვილი, 8. თორნიკე ჯალაღონია.

  2. ვახტანგ ჯინჭარაძე, 17. ნიკა აბულაძე, 18. ალექსანდრე ქუნთელია, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. ილია სპანდერაშვილი, 21. იოანე იაშაღაშვილი; 22. მიხეილ ალანია, 23. თედო აბჟანდაძე.

← მთავარი