განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სპორტი

პსჟ-მ 22 მილიონად შეძენილი ფეხბურთელი მესამედ გაუშვა იჯარით

„პარი სენ-ჟერმენმა“ 20 წლის საყრდენი ნახევარმცველი გაბრიელ მოსკარდო მესამედ გაანათხოვრა. მოსკარდო პსჟ-მ „კორინთიანსისგან“ 2024 წელს 20+2 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა პარიზულ გუნდში არასდროს უთამაშია. ის იჯარით ჯერ „რეიმსში“, შემდეგ „ბრაგაში“ იყო, ახლა კი „ესპანიოლში“ გაუშვეს.

10 ივლისი, 2026
სპორტი

ისევ პრემიერლიგაში - ოლივერ გლასნერი "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს

ოლივერ გლასნერი, რომელიც მანამდე "კრისტალ პალასს" ხელმძღვანელობდა, "ნოტინგემ ფორესტის" ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება. გავრცელებული ინფორმაციით, 51 წლის ავსტრიელ სპეციალისტსა და კლუბს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება. "ნოტინგემი" მალე ოფიციალურად დაადასტურებს ვიტორ პერეირას გათავისუფლებას.

10 ივლისი, 2026
სპორტი

"ოქროს ბურთი 2026" - ცნობილი გახდა რომელ პოზიციაზეა კვარაცხელია

Goal-მა განაახლა „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა რეიტინგი, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის შედეგებმა კორექტივები შეიტანა. პსჟ-ს გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ამჟამად მერვე პოზიციაზეა განთავსებული. საბოლოო სახე რეიტინგს ტურნირის დასრულების შემდეგ მიეცემა.

10 ივლისი, 2026
სპორტი

მოურინიომ "ნაპოლის" ნახევარმცველის დამატება მოისურვა

„ნაპოლის“ 29 წლის ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი, შესაძლოა, კარიერას ესპანეთში აგრძელებს. ტრანსფერის განხორციელებით „რეალის“ მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა დაინტერესებული, რომელიც მაკტომინეის „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობის პერიოდიდან იცნობს და ძალიან აფასებს.

10 ივლისი, 2026
სპორტი

მექვაბიშვილმა ბელარუს ფეხბურთელებს ხელი არ ჩამოართვა! | Lelo.Ge

ანზორ მექვაბიშვილის "უნივერსიტატეამ" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად 4:1 აჯობა ბელარუსის ჩემპიონ "ვიტებსკს". მატჩის დაწყებამდე მექვაბიშვილმა, უკრაინელ ოლეკსანდრ რომანჩუკთან და პორტუგალიელ ტელიეშთან ერთად, ბელარუს ფეხბურთელებს ხელი არ ჩამოართვა. ამ ჟესტით მათ გამოხატეს პოზიცია აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით.

10 ივლისი, 2026
სამართალი

ირაკლი დგებუაძე ახალ თანამდებობაზე დაინიშნა

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად ირაკლი დგებუაძე დაინიშნა. მანამდე ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო. დგებუაძე ასევე მუშაობდა ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად.

10 ივლისი, 2026
სპორტი

ჯიმი ტაბიძე "ქაისერისპორში" ითამაშებს | Lelo.Ge

თურქული მედიის ცნობით, 30 წლის ქართველი მცველი ჯიმი ტაბიძე კარიერას თურქულ "ქაისერისპორში" გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბსა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. "ქაისერი" გასულ სეზონში თურქული სუპერლიგიდან გავარდა და მიზნად უძლიერესთა შორის დაბრუნება აქვს.

10 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO] ორი კუთხური, ორი თავური... "დინამომ" ლუქსემბურგში მოიგო! | Lelo.Ge

თბილისის "დინამომ" კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი მოიგო ლუქსემბურგში და დიდი ნაბიჯი გადადგა შემდგომი სტადიისკენ. თემურ ქეცბაიას შეგირდები 21-ე წუთისთვის 2:0-ს იგებდნენ. ორივე გოლი ნიკა ნინუას კუთხურებს მოჰყვა - ჯერ ახალწვეულმა ალგასიმ ბამ გაიტანა თავით, ხოლო შემდეგ - მათე ვაწაძემ თავურითვე გაზარდა სხვაობა.

10 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO] "დილამ" "ვირტუსს" 3:1 მოუგო და მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს

კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, გორის „დილამ“ საკუთარ მოედანზე სან-მარინოს „ვირტუსი“ 3:1 დაამარცხა. სტუმრები დებიუტში დაწინაურდნენ, მასპინძლებმა კი ორი გოლით უპასუხეს და პირველი ტაიმი 2:1 მოიგეს. შესვენების შემდეგ „დილამ“ შეტევები გააგრძელა, კიდევ ერთი გოლი გაიტანა და საბოლოოდ იმარჯვა. საპასუხო შეხვედრა 16 ივლისს გაიმართება.

10 ივლისი, 2026
პოლიტიკა

თამარ ბერუჩაშვილი ახლადშექმნილ დიპლომატიის აკადემიას უხელმძღვანელებს

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა ახლადშექმნილი დიპლომატიის აკადემიის რექტორად. აკადემია, რომელიც სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება, განახორციელებს პოლიტიკის მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს. სტუდენტების მიღება 2027 წელს დაიწყება.

10 ივლისი, 2026